მხატვრობა აღმოსავლეთის სული, ვნება და პაპანაქება ადამ სტიკას, „მზის სხივების ოსტატის“ ნახატებში 16 აგვისტო, 22:47 აღმოსავლეთმცოდნე მხატვარი ადამ სტიკა ((Adam Styka) იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, ვინც ერთხელ ნახა აღმოსავლეთი და სამუდამოდ შეინახა მისი სიყვარული გულში. ამ ოსტატის ნახატები სავსეა მცხუნვარე მზით, ცხელი ქვიშით და უდაბნოში გაზრდილი არანაკლებ მგზნებარე ქალებით. სიყვარული, ვნება, სიხარული და დარდი - სტიკამ თავისი ნამუშევრები გაავსო ცოცხალი ემოციებით და სწორედ ამიტომაა მისი გმირები ფოტოგრაფიულად ბუნებრივი.
ადამ სტიკა დაიბადა 1890 წელს პოლონეთში, ქალაქ კელცეში. ოჯახის მამა, იან სტიკა, ცნობილი მხატვარი იყო და ვაჟებს, ტადეს და ადამს, მხატვრობის სიყვარული ჩაუნერგა. სწორედ მან ასწავლა ადამს საღებავების შერევა და ტილოზე გადატანა, რაც მთავარია, შემოქმედის განსაკუთრებული მზერით სამყაროს შეხედვა. 1908 წლიდან 1912 წლამდე ადამ სტიკა სწავლობდა საფრანგეთში, პარიზში, სახვითი ხელოვნების აკადემიაში. 1914 წელს დაიწყოს პირველი მსოფლიო ომი და ახალგაზრდა ხელოვანი ფრონტზე მოხალისედ წავიდა. ომის დროს სტიკამ თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მეომარმა, მაგრამ ამავდროულად არც ერთი წუთით არ დავიწყებია თავისი მოწოდება. იშვიათ თავისუფალ წუთებს ხატვას უთმობდა და მალე ჯარში იცნობდნენ, როგორც შესანიშნავ პორტრეტების მხატვარს. მხატვარი ღირსების ორდენის მფლობელი გახდა, რაც დაეხმარა საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვებაში. გარდა ამისა, ადამ სტიკა წაახალისეს შემოქმედებითი შვებულებისკენ, თანხა გამოუყვეს ჩრდილოეთ აფრიკის საფრანგეთის კოლონიებში სამოგზაუროდ. ამ მოგზაურობამ, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, ოსტატი სამუდამოდ შეცვალა და ვნებიანი აღმოსავლეთმცოდნე გახდა. სტიკამ შეიმუშავა ინდივიდუალური სტილი, შესაფერისი მხოლოდ აღმოსავლეთის ცხოვრებიდან ნახატებისთვის. მხატვრის ნახატები სავსეა ყვითელი და წითელი ელფერებით, ასევე ათინათის თამაშით, ამიტომ მცხუნვარე მზით გამთბარი ჩანს. ამ მანერის გამო მხატვარს მეტსახელად „მზის სხივების ოსტატი“ შეარქვეს. სტიკას ნახატებში ადამიანები თითქოს აღვირახსნილები არიან, მაგრამ სწორედ ასე დაინახა მხატვარმა სიყვარული ნილოსის ნაპირებზე და ეს არ არის ავხორცობა, არამედ ვნება, რომლის გაგება ყოველთვის არ შეუძლია ადამიანს ცივი ევროპიდან. 1950 წელს ადამ სტიკამ საფრანგეთი დატოვა და აშშ-ში გადავიდა. სიცოცხლის ბოლო წლებში აფრიკული თემები თითქმის გაქრა ოსტატის ნამუშევრებიდან - ბოლოს ხატავდა ნახატებს ველური დასავლეთის ცხოვრებიდან, კოვბოებითა და პრერიებით, ასევე რელიგიურ თემებზე ნამუშევრებს. ადამ სტიკა გარდაიცვალა 1959 წლის 23 სექტემბერს დოილსთაუნში, პენსილვანიის შტატში, აშშ. აი, თავად მხატვარი ასევე დაგაინტერესებთ: დიდი მხატვრების 22+ შედევრი, დაშიფრული საკულტო ფილმებში ფლორენციის ანგელოზი - ვინ იყო სანდრო ბოტიჩელის იდუმალი ვენერა „ახალი ჰოლანდიელის“ ერიკ ტიეროლფის შემაშფოთებელი ფანტაზია უძველესი ისტორია ქართველი მხატვრის ბრუნო ვეფხვაძის წარმოუდგენელ ნახატებში სინაზე და სიმშვიდე მხატვრის აიდემირ საიდოვის ნახატებში 300 1-ს მოსწონს |