სხვა რატომ ატარებენ იაპონელი ქალები მუდმივად საფენებს? მიზეზი მართლაც გაგაოცებთ 16 აგვისტო, 16:15
შეგიძლიათ ერთი წუთით წარმოიდგენოთ ახალგაზრდა, სრულიად ჯანმრთელი ქალი, რომელიც საკუთარი სურვილით საფენებს ატარებდეს? ფიქრობთ, რომ ეს ყოველივე სისულელეა? მაგრამ იაპონელები რეალურად მართლაც ასე იქცევიან. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იაპონელი ლამაზმანების უმეტესობა უკვე დიდი ხანია ქვედა საცვლებს მხოლოდ საფენებით ატარებს, რომლებზეც მოთხოვნა ქვეყანაში დღითიდღე მატულობს. რატომ? მოდით, მიზეზები ერთად გავარკვიოთ.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იაპონია წარმოუდგენლად უცნაური ქვეყანაა, სადაც ისეთი მოვლენები ხდება, რომლებიც დანარჩენი მსოფლიოს ერებში სრულ გაუგებრობას იწვევს, გეგონათ იაპონელები უკვე ვეღარაფრით გაგაკვირვებდნენ? ნამდვილად შემცდარხართ! გაირკვა, რომ ადგილობრივმა გოგონებმა სტანდარტული ქვედა საცვლები ზრდასრულთა საფენებზე უკვე დიდი ხნის წინ გაცვალეს და არა სამედიცინო მიზეზების გამო.
როგორც ირკვევა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი გოგონები ასეთ მსხვერპლზე დროის დაზოგვის მიზნით მიდიან! ყველამ იცის, რომ იაპონიაში სამსახურის კულტია გამეფებული. ქვეყნის შრომისმოყვარე მაცხოვრებლებს საკუთარი თავი რაიმე საქმიანობის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. პრესტიჟული სამუშაოებისთვის იქ სასტიკი ბრძოლა მიდის. იაპონიში კონკურენციის დონე იმდენად მაღალია, რომ ბევრი ადამიანი პირად ცხოვრებაზეც კი უარს ამბობს და თავს საკუთარ პროფესიას ბოლომდე უძღვნის. "ამომავალი მზის" ქვეყანაში კარიერის აწყობა გოგონებს მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტად უჭირთ, ამიტომ მათ განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარი პოზიციების შესანარჩუნებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ კარიერულ კიბეზე ასვლაზე.
დროის უკან დაბრუნება კი, თავადაც მოგეხსენებათ, რომ შეუძლებელია, ამიტომ იაპონელი ქალები ყოველ წუთს პატივს სცემენ და ოფისს ფაქტიურად არასდროს ტოვებენ, ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კი...
ასეთ პირობებში საფირფარეშოში გასვლა ფუფუნებაა, აცხადებენ "ამომავალი მზის" ქვეყნის მცხოვრებლები. მათ უკვე დიდი ხანია აღმოაჩინეს ისეთი სასწაული გამოგონება, როგორიც ზრდასრულთათვის განკუთვნილი საფენებია.
ამ პრივილეგიებს ასევე მამაკაცებიც იყენებენ, თუმცა ბუნებრივი უხერხულობის გამო ბევრად უფრო ნაკლებად. გამომდინარე იქიდან, რომ აფთიაქებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ქალებისა და მამაკაცების ჰიგიენურ საფენებს, გამორიხული არ არის ამ უკანასკნელის პოპულარობა მალე კიდევ უფრო გაიზარდოს.
ტოკიოს უძრავი ქონების სააგენტოს თანამშრომელმა, 25 წლის კაორი ადაჩიმ აღიარა რომ ის ერთი წლის განმავლობაში საფენებს სამსახურში რეგულარულად ატარებდა და მას უკვე იმდენად მიეჩვია რომ მის გარეშე საკუთარი თავი უკვე ვეღარც კი წარმოუდგენია.
კიდევ ერთმა გოგონამ აღიარა რომ ჰიგიენურ საშუალებას ის სამსახურის მიღმაც იყენებს, და როგორც აღმოჩნდა არა მხოლოდ ის... რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ბევრი იაპონელი ქალი საფენებს წვეულებაზეც კი ატარებს, რათა სრულფასოვანი დასვენება შეძლოს და დრო საპირფარეშოში გასვლაზე არ დაკარგოს.
|