ქალი და მამაკაცი მამაკაცმა მხოლოდ ქორწილის წინ გაიგო, რომ საცოლე მასზე 25 წლით უფროსია 2024, 14 აგვისტო, 17:39 ![]() იაპონიაში საქმრომ მხოლოდ ქორწილის დროს შეიტყო, რომ პატარძალი მასზე 25 წლით უფროსი იყო. ამის შესახებ South China Morning Post-ი იტყობინება. 33 წლის იოშიტაკიმ აკი გაიცნო მისავე კუთვნილ ბარში. „მასთან საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე და მას პირველი ქორწინება წარუმატებელი გვქონდა, შვილებს ორივე მარტო ვზრდიდით და ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა“, - იხსენებს ის. მალე ნაცნობობა ურთიერთობაში გადაიზარდა. აკი თავიდანვე მალავდა ასაკს და ამტკიცებდა, რომ 44 წლის იყო, თუმცა რეალურად ბევრად უფროსი იყო. ვინაიდან ის თავის ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა, იოშიტაკი არაფერში ეჭვობდა. აკი დარდობდა, რომ ტყუილი ძალზე შორს წავიდა, მაგრამ სიმართლის თქმას ვეღარ ბედავდა. ![]() ![]() ![]() 183 2-ს მოსწონს
|