კულტურა სოფია ვერგარას თაყვანისმცემლების რისხვა დაატყდა ამ ფოტოს გამო 14 აგვისტო, 13:51
მსახიობი სოფია ვერგარას ამ ფოტოს გამო მასიურად დაატყდა სიძულვილით სავსე კომენტარები.
ვარსკვლავი თავის ძაღლს, ჩიხუახუა Amore-ს ნაყინს აჭმევს ვერცხლის კოვზით ძვირადღირებულ "ბევერლი ჰილზის" სასტუმროში, სადაც დღე-ღამე დაახლოებით 1300 აშშ დოლარი ღირს. რა თქმა უნდა, მსახიობის ეს ფოტო ყველას არ მოეწონა. კომენტარებში წერენ, არ არის ლამაზი მთელი ამ ფუფუნების გასაჯაროვება და ანებივრებდე რაღაც ძაღლს, როცა აფრიკაში ბავშვები შიმშილობენ. თქვენ რას ფიქრობთ? ა) - ეს მართლაც გადაჭარბებული საქციელია ბ)- მან ეს ფული გამოიმუშავა და როგორც თავად სურს, ისე მოიქცევა. კოლუმბიელი მსახიობი, კომიკოსი, მოდელი, პროდიუსერი და ტელეწამყვანი სოფია ვერგარა(დაბ.1972 წლის 10 ივლისს) ცნობილი გახდა 1990-იანი წლების ბოლოს, როგორც ორი ესპანურენოვანი სატელევიზიო შოუს წამყვანი. 2000-იანი წლებიდან აქტიურად მოღვაწეობს ჰოლივუდში. იგი არის კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ოთხგზის მფლობელი კომედიურ სერიალში მსახიობის საუკეთესო შესრულებისთვის და "ოქროს გლობუსის" და პრაიმტაიმის ჯილდოს "ემის"ოთხგზის ნომინანტი მინისერიალში, სატელევიზიო სერიალში ან სატელევიზიო ფილმში ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი შემსრულებული როლისთვის, კომედიურ სერიალში" ამერიკული ოჯახი". 2013 წლის ივნისში, მსახიობის ორი ცვილის ფიგურ გამოჩნდა "მადამ ტუსოს" მუზეუმში. 2015 წლის მაისში გაიხსნა მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში. 2012 წლიდან ის ამერიკულ ტელევიზიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. 2016 წელს მან 43 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2020 წელს სოფიამ გაიმეორა ეს შედეგი, გამოიმუშავა $43 მილიონი 12 თვეში (2020 წლის ივნისამდე) და გახდა 2020 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი Forbes-ის მიხედვით. 2014 წელს ვერგარამ მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. 246 2-ს მოსწონს
|