x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ირანელი "ლამაზმანების" საიდუმლო გამჟღავნდა: ხარჭები სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორებიც ისინი ბევრს დღემდე ეგონა

image


თანამედროვე ევროპელს, რომელმაც არაბულ კულტურაზე მხოლოდ "ათას ერთი ღამის" შესახებ გადაღებული ფილმებიდან და ზღაპრებიდან იცის, ჰარემი ახალგაზრდა და მაცდური მოცეკვავეების ერთგვარ საცხოვრისად წარმოუდგენია, რომლის კედლებშიც თამამ, გამომწვევ სამოსში გამოწყობილი ულამაზესი ქალბატონები სულთნის საამებლად იყვნენ დატყვევებული, თუმცა ის თუ როგორ გამოიყურებოდა ჰარემი სინამდვილეში ბევრისთვის მართლაც შოკისმომგვრელი და დაუჯერებელი აღმოჩნდა.


image


ირანის მმართველის ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარი ფოტოგრაფიით გახლდათ გატაცებული და ამ საკითხში მას ყაჯარების დინასტიის კარის ფოტოგრაფი ანტუან სევრიუგინი ეხმარებოდა, რომელიც იმ პერიოდში ირანში ყველაზე წარმატებული ფოტოატელიეს მფლობელიც გახლდათ, მაგრამ საქმე იმაშია რომ შარიათის თანახმად, ადამიანების და განსაკუთრებით კი, ქალების სახის გადაღება არ შეიძლებოდა.


image


სახელმწიფოს მეთაურს რა თქმა უნდა, ამ წესის დარღვევა შეეძლო, ოღონდ ეს მხოლოდ საკუთარ თავსა და კარზე მომუშავე მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა, მაგრამ არამც და არამც ჰარემის ქალებზე. მაშ ვინ არიან ეს ქალები ფოტოებზე? და რატომ არ არიან ისინი ისეთივე ლამაზები და მშვენიერები, როგორც ისინი წიგნებში არიან აღბეჭდილნი?


image


როგორც ირკვევა, სინამდვილეში ესენი არა თუ ჰარამხანის ქალები, არამედ არც შაჰის ცოლები, და ზოგადად, საერთოდ... ქალებიც კი არ არიან! რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ ფოტოებზე აღბეჭდილი ნასერ ალ-დინ შაჰ ყაჯარის მიერ შექმნილი პირველი სახელმწიფო თეატრის მსახიობები არიან, რომელიც ევროპული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ.


image

თეატრის ორგანიზატორი მირზა ალი აქბარ ხან ნაგაშბაში გახლდათ, რომელიც თანამედროვე ირანული თეატრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. იმ დროის სპექტაკლებში კი, მოგეხსენებათ მხოლოდ კაცები თამაშობდნენ, რადგან 1917 წლამდე ირანელ ქალებს სცენაზე გამოსვლა ეკრძალებოდათ. ეს არის და ეს ირანელი "პრინცესების" მთელი საიდუმლო: დიახ, ეს არის შაჰის ჰარამხანა, თუმცა მხოლოდ თეატრალური დადგმიდან.


imageimageimageimage









0
298
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
298