ჩარლზ მენსონი -მე-20 საუკუნის სატანა.
ჩარლზ მენსონი დაიბადა 1934 წლის 12 ნოემბერს ცინცინატში, შტატი ოჰაიო, ა.შ.შ. 11 წლის ჩარლზი დედამ, რომელიც იმ დროს უკვე მეორედ იყო გათხოვილი(გვარი მას მამინაცვლმა მისცა.) ბავშვთა სახლში მიაბარა.1955 წელს მენსონი პირველად დაქორწინდა და ამის შემდეგ მალევე პირველად მოხვდა ციხეში მანქანის გატაცების გამო. ამის შემდეგ მან კიდევ რამდენჯერმე ჩაიდინა დანაშაული, რის შედეგადაც 10 წელი იჯდა ციხეში. იგი 1967 წლის მარტში განთავისუფლდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მასონური მოღვაწეობა. ციხიდან გამოსვლიდან მალევე მან გაიცნო გოგონა მერი ბრანერი, (მანამდე მენსონმა 2-ჯერ მოასწრო განქორწინება.) რომელიც მისი სექტის"ოჯახის" პირველი წევრი გახდა.ციხეში ყოფნისას მას ერთ-ერთმა დამნაშავემ გიტარაზე დაკვრა ასწავლა, მენსონს უნდოდა მუსიკალური კარიერა დაეწყო, რის გამოც იგი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.ის დასახლდა სპენში-რანჩოები, სადაც ადრე ჰოლივუდი ვესტერნებს იღებდა.აქ მის "ოჯახს" ნელ-ნელა ემატებოდნენ წევრები, ისინი იღებდნენ ნარკოტიკებს, მღეროდნენ და ჯგუფური სექსით იყვნენ დაკავებულები.აქვე დაიწყო მისი ქადაგება. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ის ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.მან ამ "მისიას"-"Helter Skelter"-უწოდა.("ბიტლზის" სიმღერის მენსონისეური ინტერპრეტაცია.)1969 წლის 8 აგვისტოს მენსონმა გამოუცხადა თავის სექტის წევრებს-"დრო მოვიდა".აქედან იწყება საზარელი დანაშაულების მთელი კასკადი. ზედიზედ წამებით იქნენ მოკლულები მენსონის და მისი თანამოაზრეების მიერ ჰარი ჰიმანი, სახლში შეუვარდნენ და წამებით მოკლეს 18 წლის სტივენ პერეტი, ოჯახში მომუშავე დამლაგებლის მეგობარი, ჯეი სებრინგი-ცნობილი სტილისტი, ებიგეილ ფოლგერი-მდიდარი მემკვიდრე, ვოიცეკ ფრიკოვსკი-რეჟისორ რომან პოლანსკის მეგობარი და რომან პოლანსკის ცოლი, 9 თვის ფეხმძიმე, მსახიობი-შერონ ტეიტი. 9 აგვისტოს მენსონმა და მისი სექტის წევრებმა კიდევ ერთი თავდასხმა მოაწყვეს. წამებით დახოცეს პატარა მაღაზიების მფლობელები-ლენო და როზმარი ლა-ბიანკები.პოლიციამ ამჯერად მკვლელობის ადგილას აღმოაჩინა წარწერები:«RISE», «DEATH TO PIGS», ხოლო ლენოს მუცელზე ჰქონდა ამოტვიფრული-«HEALTER SKELTER»-ი და «WAR»-ი. 1969 წლის ოქტომბერში მენსონი და მისი "ოჯახის" წევრები აყვანილი იქნენ.1972 წელს ხანგძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ სექტის 7 წევრს სიკვდილით დასჯა მიესაჯათ, თუმცა შემდგომ სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ. ჩარლზ მენსონი ამჟამად კალიფორნიის ქალაქ კომკორადში იხდის სასჯელს, საკანში მარტო ზის და ეკრძალება სხვა მსჯავრდებულებთან კონტაქტი.2012 წლის 11 აპრილს მას მეთორმეტედ უთხრეს უარი შეწყალებაზე, იგი ამჟამად 77 წლისაა.