პოლიტიკა კარლსონი ამბობს, რომ შესაძლოა, ბაიდენი უკვე მკვდარია 13 აგვისტო, 15:22
ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვდება ან უკვე გარდაიცვალა, რადგან ის მოულოდნელად გაუჩინარდა და საარჩევნო რბოლაში ბრძოლა აღარ გააგრძელა. კარლსონის თქმით, მის გარშემო მყოფები გულმოდგინედ მალავენ იმას, რაც რეალურად მოხდა.
კარლსონმა ციტირება გააკეთა ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწის ჩარლი კირკის შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ესაუბრა პოლიციაში თავის წყაროს. მისივე თქმით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ლას-ვეგასის სამართალდამცავებს აცნობა ბაიდენთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციის შესახებ და სთხოვა, გადაეკეტათ ქუჩები, რათა სასწრაფოდ გადაეყვანათ იგი კლინიკაში. "როგორც ჩანს, პოლიციის განყოფილებაში გავრცელდა ჭორები, რომ ჯო ბაიდენი კვდებოდა. ან შესაძლოა უკვე გარდაცვლილი. იმის გათვალისწინებით, რომ ჯო ბაიდენი რამდენიმე დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა და საკუთარი ნებით გამოვიდა საარჩევნო რბოლიდან.ხოლო, მისი ძმამ ჯეიმსმა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობა არც თუ ისე კარგია“ - დაწერა კარლსონმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ადრე ჯო ბაიდენმა კოვიდზე დადებითი ტესტი ჩააბარა, შემდეგ კი უკვე იზოლირებულმა საკუთარ რეზიდენციაში, აუდიო ლინკის საშუალებით უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაჰპირდა მხარდაჭერას. თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ სიმპტომები სავარაუდოდ მსუბუქია და თავად ამერიკელი ლიდერი რამდენჯერმე იქნა აცრილი. თუმცა, ამერიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში ახლა ვრცელდება ჭორები, რომ ბაიდენი უკვე მკვდარია. 14 შეფასება არ არის
|