x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კარგა ხანს ველაპარაკე ქალბატონობით ციცის, რომელმაც მითხრა, ქალბატონი არ ვარ, ბატონი ვარ, მაგრამ რა გაეწყობაო“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
image

.

პარტია ევროპული საქართველოდან წასული თამარ ჩერგოლეიშვილი სოცქსელში წერს:

.


“ჩვენს ახალ პარტიას 1000 დელეგატი ყავს. (ამერიკის რესპუბლიკურ პარტიას ყავს 2300, დემოკრატებს - 4100). დელეგატი ნიშნავს ჩვენი იდეების აქტიურ მხარდამჭერს, რომელიც მონაწილეობას იღებს შიდაპარტიულ ცხოვრებაში - ირჩევს ლიდერშიფს, ქადაგებს ჩვენი იდეების მხარდაჭერას, გვეხმარება ნეტვორკის გაძლიერებაში. დელეგატებისთვის გავაკეთეთ ჩეთი. უდიდეს ნაწილს არ ვიცნობ და ვოთსაფზე მინაწერით ვცდილობ კომუნიკაციას.

.

ასე ველაპარაკე კარგა ხანს ქალბატონობით ციცის, რომელმაც მითხრა რომ ქალბატონი არ ვარ, ბატონი ვარ, მაგრამ რა გაეწყობაო...

.

ციცი სინამდვილეში აღმოჩნდა ბრგე, წვერიანი მამაკაცი, მეტსახელად წიწი - გუშინ უკვე ჩემი თვალით ვნახე. ასე გავიცნობ ყველას სათითაოდ და დედა დედად დარჩება, მამა მამად , ~ -- აღნიშნავს თამარა ჩერგოლეიშვილი.

.

ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმა პარტიის წევრებთან ერთად საკუთარი პარტია მას შემდეგ დატოვეს, რაც აკაკი ბობოხიძეს დაუპირისპირდნენ. პრაიმერიზის ჩატარების შემდეგ მათ წინასაარჩევნო კამპანიის ერთად გაგრძელება ვეღარ შეძლეს და ახალი პარტიის დაფუძნება გადაწყვიტეს.


0
294
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0