ფოტოგრაფია გასული საუკუნის 37 წელი LIFE-ის ფოტოებში, 1936 წლიდან 1972 წლამდე 13 აგვისტო, 14:31 ჟურნალის LIFE დამფუძნებელი ჰენრი ლუსი მისდევდა მარტივ პრინციპს: „მკითხველმა უნდა ნახოს ცხოვრება. ნახოს სამყარო. გახდეს დიდი მოვლენების მოწმე, უნდა ნახოს და გაოცდეს“. ჟურნალი, რომელიც ყოველკვირეულად გამოდიოდა მე-20 საუკუნის შუა ხანებში, ამ პრინციპს იცავდა და დაამტკიცა, რომ ფოტორეპორტაჟებს შეუძლიათ მოვლენების ამბავი უფრო ნათლად მოგვიყვეს, ვიდრე ჩვეულ რეპორტაჟებს.
ჰენრი ლუსი აღიარებდა ფოტოს უპირატესობას სიტყვაზე და ამიტომაც ჟურნალში იმ დროის საუკეთესო ფოტოგრაფები მუშაობდნენ. „ამერიკელები ხედავენ უამრავ ფოტოს სხვადასხვა თემაზე და სხვადასხვა ადგილიდან მთელი კვირის განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ LIFE შეიცავს ყველა ფოტოს „ნაღებს“ მთელი მსოფლიოდან, მხოლოდ ის იძლევა შესაძლებლობას ნახოთ საუკეთესო ნებისმიერი ადგილიდან და ყველაფრის შესახებ ერთ გამოცემაში“ - ამბობდა ლუსი ჟურნალის შესახებ. 1. 1936 წლის სექტემბერი, კორდობა. სამოქალაქო ომი ესპანეთში. ჯარისკაცის სიკვდილი (Robert Capa—Magnum) 2. ასტრონომი ედვინ ჰაბლი მაუნტ უილსონის ობსერვატორიაში ტელესკოპთან, 1937 წ. (Margaret Bourke-White) 3. აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი საქველმოქმედო ღონისძიებაზე ვაშინგტონში, 1938 წლის იანვარი. (Thomas McAvoy) 4. DC-4 სამგზავრო თვითმფრინავი მანჰეტენის თავზე, 1939 წელი. (Thomas McAvoy) 5. ინგლისელი გოგონა მარგარეტ კერტისი, რომელიც დაშავდა ლონდონის დაბომბვის დროს, 1940 წლის 9 სექტემბერი. (William Vandivert) 6. კანზასის მასწავლებელთა კოლეჯის Kappa Sigma Upsilon-ის საძმოს წევრები ფანჯრებიდან ისვრიან თეთრეულებს და ემზადებიან ღია ცის ქვეშ წვეულებისთვის, 1941 წლის 26 მაისი. (Walter Sanders) 7. ჯარისკაცი ქალები აირწინაღის ნიღბებში ვარჯიშის დროს ფორტ დე მოინში, აიოვაში, 1942 წლის 7 სექტემბერი. (Marie Hansen) 8. პროფესიონალი მოცეკვავეები უილ მეი რიკერი და ლეონ ჯეიმსი აჩვენებენ, როგორ უნდა იცეკვონ ლინდი-ჰოპი. 1943 წლის. (Gjon Mili) 9. Atlantikwall-ის მცველების ცეცხლის ფონზე ამერიკული ჯარი დაეშვა ომაჰას სანაპიროზე, 1944 წლის 6 ივნისი. (Robert Capa—Magnum) 10. მეზღვაური კოცნის მედდას იაპონიასთან გამარჯვების პატივსაცემად ზეიმის დროს ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკვერზე, 1945 წლის 14 აგვისტოს. (Alfred Eisenstaedt) 11. ფოტოგრაფ იუჯინ სმიტის შვილები, ხუანიტა და პატრიკი, 1946 წელი (W. Eugene Smith) 12. მძიმე წონის ჩემპიონი ჯო ლუისი, რომელიც ჯერსი ჯო უოლკოტმა ნოკდაუნში ჩააგდო. 1947 წლის დეკემბერი, მედისონ სკვერ გარდენი, ნიუ-იორკი. (Gjon Mili) 13. ექიმი ერნესტ სერიანი კრემლინგის საავადმყოფოს სამზარეულოში, ოპერაციის შემდეგ, რომელიც ღამის 2 საათამდე გაგრძელდა. 1948 წელი, კოლორადოს შტატი (W. Eugene Smith) 14. პაბლო პიკასო ფანრით ჰაერში ხატავს კენტავრს. 1949 წელი, საფრანგეთი. (Gjon Mili) 15. ომი კორეაში. ამერიკელი საზღვაო ქვეითები უკან იხევენ ჩოსინის წყალსაცავის ბრძოლიდან კანიონის გასწვრივ, რომელსაც კოშმარების ხეივანს უწოდებენ. (David Duncan Douglas) 16. ფრანსისკო ფრანკოს გვარდიის სამი ჯარისკაცი. 1951 წელი, ესპანეთი. (W. Eugene Smith) 17. ხალხი უყურებს პირველ სრულმეტრაჟიან 3D ფილმს Bwana Devil, 1952 წელი. (J.R. Eyerman) 18. სენატორი ჯონ კენედი და მისი საცოლე ჟაკლინ ბუვიე კენედი ქორწილის დღეს, 1953 წლის 12 სექტემბერი. (Lisa Larsen) 19. სინათლის გამოყენებით ადამიანის თავის კონტურული რუკის შექმნა. აშშ-ს საჰაერო ძალები ატარებენ კვლევას ახალი საფრენი ჩაფხუტების შესაქმნელად. 1954 წელი. 20. ჯეიმს დინი წვიმაში ტაიმზ-სკვერზე, ცნობილი სამსახიობო სტუდიიდან რამდენიმე კვარტალში, სადაც ის და სხვა მომავალი ცნობილი სახეები მეთოდს სწავლობდნენ. (Dennis Stock—Magnum) 21. ბრძანების „სწორდით“ იდეალური შესრულება მამაკაცების მიერ, რომლებმაც მატარებლის რესტორანში მსახიობი კიმ ნოვაკი შენიშნეს. 1956 წელი. (Leonard McCombe) 22. მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლა ვაშინგტონში, შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთ პირველ შეკრებაზე, 1957 წელი (Paul Schutzer) 23. იუტაში მდებარე კინოთეატრის ეკრანზე ჩარლტონ ჰესტონი მოსეს როლში ფილმში „ათი მცნება“. 1958 წელი 24. უინძორის ჰერცოგი და ჰერცოგინია ხტებიან ფოტოსთვის. 1959 წელი (Philippe Halsman—Magnum) 25. ჯონ კენედი და მისი ძმა ბობი სასტუმროს ნომერში ლოს-ანჯელესში დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე, 1960 წელი. (Hank Walker) 26. თავისუფლებისთვის მებრძოლები ჯულია აარონი და დევიდ დენისი 25 აქტივისტთან ერთად მისისიპის ეროვნული გვარდიის დაცვის ქვეშ, 1961 წელი (Paul Schutzer) 27. მერილინ მონრო ასრულებს სიმღერას Happy Birthdау ჯონ კენედისთვის, 1962 წელი. (Bill Ray) 28. ნიუ-იორკელები კითხულობენ კენედის მკვლელობის შესახებ გაზეთში, 1963 წლის ნოემბერი. (Carl Mydans) 29. ოთხი ბიჭი ლივერპულიდან - პოლ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლენონი და რინგო სტარი აშშ-ში პირველი მოგზაურობის დროს მაიამი ბიჩში აუზში ბანაობენ. 1964 წელი. (John Loengard) 30. იანკის მოთამაშე მიკი მენტლი ისვრის თავის ჩაფხუტს კარიერის დასრულებამდე წარუმატებელი დარტყმის შემდეგ, 1965 წელი (John Dominis) 31. საზღვაო ქვეითის დაჭრილი სერჟანტი იერემია პრუდი (ცენტრში) ცდილობს მიუახლოვდეს დაჭრილ თანამებრძოლს ბრძოლის შემდეგ. 1966 წლის ვიეტნამი (Larry Burrows) 32. ლეოპარდი ბაბუინის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, 1967 წელი. როგორც გაირკვა, კადრი დადგმული იყო. (John Dominis) 33. სენატორი რობერტ კენედი წევს საკუთარი სისხლის გუბეში სასტუმრო Ambassador-ის სამზარეულოში, 1968 წლის 5 ივნისი. ის მოკლა იორდანელმა სირჰან სირჰანმა. (Bill Eppridge) 34. ვუდსტოკის სამდღიანი კონცერტისა და ხელოვნების ბაზრობის მონაწილეები წვიმას ეფარებიან. 1969 წელი, ნიუ-იორკი. (John Dominis) 35. მეტროს ვაგონი მანჰეტენში, 1970 წელი. (Ralph Crane) 36. მუჰამედ ალი აჯავრებს ჯო ფრეიზიერი ბრძოლის წინ, 1971 წლის მარტი. ფრეიზიერმა შეინარჩუნა ტიტული 15 რაუნდის შემდეგ. (John Shearer) 37. პალესტინელი ტერორისტი კომპლექსის აივანზე, სადაც განათავსეს სპორტსმენები მიუნხენის ოლიმპიადის დროს. 1971 წლის 5 სექტემბერს პალესტინელმა ტერორისტებმა მძევლად აიყვანეს 11 ისრაელელი სპორტსმენი და მწვრთნელი და სათითაოდ მოკლეს. ეს სასტიკი ინციდენტი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ცნობილი გახდა, როგორც მიუნხენის ხოცვა-ჟლეტა. ასევე დაგაინტერესებთ: იარაღი, სწრაფი კვება და დუნდულების კონკურსი: 80-90-იანი წლების „ხრწნაშეპარული“ იტალია წარსული, რომელიც არასოდეს დაბრუნდება: მე-20 საუკუნის ნიუ-იორკის 15 ფოტო 30+ ფერადი ფოტო წარსულიდან და ისტორიები, რომლებიც მათ უკან დგას საფრანგეთის გული: 1930–40–იანი წლების პარიზის 30 განსაცვიფრებელი ფოტო La Dolce Vita – 80-იანი წლების ულამაზესი იტალიის კაშკაშა ფოტოები 445 1-ს მოსწონს |