x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჩრდილოეთ კორეაში მოქმედი კანონები, რომლებიც თავისი სიველურით შოკში ჩაგაგდებთ

image


ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილ და იზოლირებულ ქვეყნად ითვლება, რაც მის ტერიტორიაზე მოქმედი მთელი რიგი საშინელი კანონების გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ არის. სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს და ყოვლად გაუგონარ, ტოტალიტარულ წესებს უწესებს.


image


1. ჩრდილოეთ კორეაში სულ 3 არხი მაუწყებლობს, რომლის კონტენტსაც მთლიანად მთავრობა აკონტროლებს.


image


2. "სამი თაობის დასჯის" წესი - თუ ჩრდილოეთ კორეაში დანაშაულს ჩაიდენთ, არა მხოლოდ თქვენ დაისჯებით, არამედ თქვენი ბებია, ბაბუა, მშობლები და შვილებიც კი. ეს სასტიკი კანონი კი იმისთვის მიიღეს, რომ დამნაშავეები ციხიდან არ გაიქცნენ.


image


3. ყველა მამაკაცსა და ქალს შეუძლია მხოლოდ მთავრობის მიერ დამტკიცებული 28 თმის ვარცხნილობიდან მხოლოდ ერთის შერჩევა! ყველა სხვა დანარჩენი - აკრძალულია. კანონი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წელს შემოიღო. მან სიაში საკუთარი ვარცხნილობა არ შეიტანა, რადგან სურდა მისი უნიკალურობა შეენარჩუნებინა.


image


4. ქვეყანაში კალათბურთის თამაშის საკუთარი წესები მოქმედებს, გაგიკვირდებათ და, მათ თამაშის მსვლელობაც კი შეცვალეს. მაგალითად, სლემ - დანკის 3 ქულა მოაქვს და არა 2, 2-ქულიანის ჩაგდება თამაშის ბოლო სამ წუთში 8 ქულად ითვლება. გარდა ამისა, თუ 3 ჩაგდებას გამოტოვებთ, ქულა გაკლდებათ.


image


5. დედაქალაქში საცხოვრებლად მთავრობის ნებართვაა საჭირო. კიმ ჩენ ინს სურს, რომ ფხენიანში მხოლოდ წარმატებული, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, ამიტომ თუ თქვენ დედაქალაქში ცხოვრება გსურთ, დიდი ბოდიში, მაგრამ ამისთვის მთავრობის ნებართვა დაგჭირდებათ.


image


6. მოსწავლეების მშობლებს თავად უწევთ შვილების მერხებსა და სკამებზე ზრუნვა, ვინაიდან სკოლის გადასახადი სასკოლო ინვენტარის თანხებს არ ფარავს.


image


7. სახლში ბიბლიის ქონა უკანონოდ ითვლება. ჩრდილოეთ კორეაში ბიბლია დასავლური კულტურის სიმბოლოდ ითვლება, რომელსაც ადამიანების გარდასახვა შეუძლია, ამიტომ მისი ქონა აკრძალულია. ერთი მორწმუნე ქალი, რომელიც ქვეყანაში ბიბლიას ავრცელებდა, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.


image


8. "Apple Inc."-ს, "Sony"-ს და "Microsoft"-ს თავიანთი პროდუქციის ჩრდილოეთ კორეაში გავრცელების უფლება არ აქვთ. არანაირი "iPhone", ტელევიზორი ან ლეპტოპი ზემოაღნიშნული ბრენდის ჩრდილოეთ კორეელებისთვის! ამ ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ცოტა რამ იცის ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების შესახებ, ვინაიდან მთავრობის მიერ გატარებული იზოლაციის პოლიტიკა ბევრ ინფორმაციას მალავს.


image


9. თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის შესახებ დასავლური ლიტერატურის შეტანას. გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ქვეყანაში შესვლისას "Lonely Planet"-ის გზამკვლევსაც კი ჩამოგართმევენ. თუ ტურისტი ხართ, საბაჟოზე მთელ თქვენს მუსიკას, ფილმებსა თუ წერილობით მასალებს დეტალურად შეამოწმებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ დაგრთავენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას.


image


10. მანქანები "შეშის გაზზე" მუშაობენ. კორეა, რომლის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, პრაქტიკულად ბენზინისა და ნავთობპროდუქტების გარეშე ცხოვრობს. მანქანები იქ "შეშის გაზზე" მოძრაობენ. ეს გახლავთ ნახშირბადის მონოქსიდი და წყალბადის გაზი, რომელიც შეშისგან ან ქვნახშირისგან იწარმოება. ხის გაზის ძრავები 1839 წელს გამოიგონეს, რომელიც დაძირითადად, მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, ხოლო ომის ბოლოს გერმანიამ გაზით 500 000-ზე მეტი მანქანა შეავსო.


image



11. ქვეყანაში არსებული საშინელი სიღარიბე კოსმოსიდანაც კი ჩანს. ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა მკაცრად ცენტრალიზებულია. მართალია, 2015 წლიდან იქ გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყეს, თუმცა უმეტესწილად ის ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მკაცრი მართვის ეკონომიკად რჩება. ჩრდილოეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1800 დოლარს შეადგენს, რაც 197-ე ადგილია მსოფლიოში. სამხრეთ კორეაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 18-ჯერ მეტია, ხოლო შეერთებულ შტატებში 28-ჯერ. 25 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ბავშვების 30% არასწორი კვების გამო ზრდის განვითრებაში ჩამორჩება.


image


12. ჩრდილოეთ კორეას მარიხუანასთან დაკავშირებული კანონი არ აქვს. რთული სათქმელია არის თუ არა მარიხუანა ლეგალური ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა მისი მოხმარება იქ არანაირად არ იკრძალება. 29 წლის მწერალი ინგლისიდან ჰყვება თუ როგორ შეიძინა მან მთელი ტომარა ბალახი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი სოფლის დახურულ ბაზარში და რესტორნებში, ბარებსა და პარკებში თავისუფლად ეწეოდა. ანონიმური წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მარიხუანას ნარკოტიკად არ მიიჩნევს, შესაბამისად, ახალგაზრდა დიქტატორი ვერც მისი აკრძალვის მიზეზს ხედავს.


image


13. ჩრდილოეთ კორეაში საკონცენტრაციო ბანაკები ჯერ კიდევ არსებობს. დაახლოებით 200 000 ჩრდილოეთ კორეელი დღემდე საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრობს. ისინი იქ პოლიტიკური დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფებიან, თუ პირი პოლიტიკურ დანაშაულს ჩაიდენს მთელი მისი ოჯახი ინტერნირდება. პატიმრის გაქცევის შემთხვევაში კი, მისი ოჯახის ყველა წევრს კლავენ. ამ საკონცენტრაციო ბანაკებში ინტერნირებულ პატიმართა 40% არასაკმარისი კვების გამო უბრალოდ იღუპება. ბევრ მათგანს "მძიმე შრომა" აქვს მისჯილი, თუმცა უფრო ხშირად ისინი იქ სიკვდილამდე მუშაობენ.


image


14. ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოსგან სრულიად განსახვავებული კალენდარი აქვს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის იქ მათი ძვირფასი რევოლუციონერი ლიდერის, კიმ ირ სენის დაბადების დღის თარიღით - 1912 წლის 15 აპრილით იწყება. ამიტომ დღეს იქ 113 წელია.


image

15. ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები "ტარდება". მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები ტარდება, ეს სულაც არ გახლავთ ნამდვილი, თავისუფალი არჩევნები. საარჩევნო პროცესში თქვენ მხოლოდ ერთი კანდიდატის, მისი აღმატებულება, კიმ ჩენ ინის სასარგებლოდ ხმის მიცემის უფლება გაქვთ, ამიტომაც გასაკვირი არ არის თუ რატომ აძლევს ყოველ ჯერზე კორეელთა 100% ხმას მხოლოდ თავის "ძვირფას" ლიდერს.


image


16. კიმ ირ სენი მათი ერთადერთი ნამდვილი ლიდერია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი და მისი პირველი ლიდერი კიმ ირ სენი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის მაინც ქვეყნის უპირობო ლიდერად რჩება, ამიტომაც მისმა ვაჟმა და ახლა უკვე შვილიშვილმა ასე მარტივად შეძლეს წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეების ხელში აღება.


image


17. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი საკმაოდ ექსცენტრული და სასტიკი დიქტატორია. როდესაც ის ხელისუფლებაში მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა, ჩრდილოეთ კორეელებს იმედი ჩაესახათ, რომ კიმი, რომელიც წინა ლიდერებზე ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო და თან განათლებაც ევროპაში ჰქონდა მიღებული, რეფორმებს გაატარებდა, თუმცა მათი იმედი არ გამართლდა. კიმი, ისევე როგორც მისი მამა და ბაბუა თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას ყველანიარად ცდილობს. ჩრდილოეთ კორეის მმართველს ბევრი უცნაურობა ახასიათებს. ის გახლავთ ერთადერთი "გენერალი" მსოფლიოში, რომელსაც სამხედრო გამოცდილება არ აქვს, მან პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთა, საყვარელ ბაბუას რომ დამსგავსებოდა, ის შეპყრობილია მაიკლ ჯორდანით, რომელთაც მეგობრობს კიდეც, 40 წლის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი უახლოესი ადამიანების მიმართაც კი სასტიკი და დაუნდობელია, მან სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის საკუთარი ბიძაც კი "გაანადგურა", ყოფილი მეგობარი გოგონა კი სიცოცხლეს გამოასალმა.








0
424
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
424