x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები ცნობილი დამნაშავეების შესახებ

image


მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყოველდღიურად რაიმე სახის დანაშაული (ძარცვა, ქურდობა, თაღლითობა და ა.შ.) ხდება, რაც რაღა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. ადამიანები დანაშაულს სხვადასხვა მოტივით ჩადინ. ზოგი ამას ფიზიკური გადარჩენისთვის აკეთებს, ზოგსაც გამდიდრების სურვილი ამოძრავებს, ზოგს კი პროცესისგან უბრალოდ სიამოვნებისა და მორალური კმაყოფილების მიღება სურს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ ცნობილ მძარცველებთან დაკავშირებულ საკმაოდ საინტერესო და ერთი შეხედვით, სრულიად წარმოუდგენელ ფაქტებს, რომელთა დაჯერებაც რთულია.


image


დიდი დეპრესიის დროს ალ კაპონემ სასადილო გახსნა, სადაც ასობით მშიერ და უმუშევარ ჩიკაგოელს უფასოდ აჭმევდა.



image


ჯონ პოლ სკოტი - ერთადერთი ადამიანია, ვინც ალკატრასის ციხიდან გაიქცა. სკოტმა რეზინის ხელთათმანებისგან გასაბერი სამკლავურები დაამზადა და ფორტ - პოინტის კონცხამდე გაცურა, სადაც მოზარდებმა მეორე დილით გადაციებულ მდგომარეობაში, ღონემიხდილი იპოვეს. გაქცეული საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი კვლავ ციხეში დააბრუნეს.


image


ალფონს გაბრიელ კაპონეს ჩვევად ჰქონდა გაეგზავნა ძვირადღირებული ყვავილების თაიგული და ელეგანტური სამგლოვიარო გვირგვინები იმ ადამიანის დაკრძალვაზე, რომლის მკვლელობაც თავადვე შეუკვეთა.


image


კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის "მამა" - ეჟენ ფრანსუა ვიდოკი, რომელმაც მსოფლიოში პირველი დეტექტიური სააგენტო გახსნა რაც არ უნდა გაგიკვირდეთ - კრიმინალი იყო.


image


1926 წელს ალ კაპონემ პოპულარული ჯაზის მუსიკოსი, ფეტს უოლერი გაიტაცა და თავის დაბადების დღეზე იარაღის მუქარით დაკვრა აიძულა.


image


2001 წლის 22 დეკემბერს მამაკაცი პარიზი - მაიამის რეისზე, თვითმფრინავში ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ფეხსაცმლით ავიდა, რომლის მოქმედებაში მოყვანას აფრენისთანავე გეგმავდა, თუმცა არაფერი გამოვიდა: ტერორისტის ზედმეტად გაოფლიანებული ფეხების გამო, ფითილი დანესტიანდა და ვეღარ აინთო.


image


2002 წელს "ნასას" სტაჟიორმა ტედ რობერტსმა "აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს" (იგივე ნასა) ლაბორატორიიდან მოიპარა სეიფი მთვარის ქვებით. მან და მისმა შეყვარებულმა სასტუმროს ნომერში სეიფი გახსნეს, ქვები საწოლზე მიმოფანტეს, რომელზედაც სიყვარულით დაკავდნენ. რობერტსი მაშინ დააკავეს, როდესაც ის ქვების გაყიდვას ცდილობდა. მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


image


"Nike"-ის სლოგანი "Just Do it" ("უბრალოდ გააკეთე ეს") - ამერიკელი მძარველისა და მკვლელის გარი გილმორის ბოლო სიტყვების ოდნავ შეცვლილი ციტატაა, რომელიც სიკვდილით 1977 წელს იქნა დასჯილი. გილმორმა თქვა: "მოდით გავაკეთოთ ეს!" რითიც სარეკლამო სააგენტოს "Wieden + Kennedy"-ის დამფუძნებელი, დენ უიდენი 1988 წლის "Nike"-ის სარეკლამო კამპანიის სლოგანის შესაქმნელად შთააგონა, რომელსაც საბოლოოდ, კოლოსალური წარმატება ხვდა წილად.


image


პაბლო ესკობარი დაბადებიდანვე თაღლითი იყო, "კოკაინის მეფის" ახლობლები იხსენებდნენ, რომ ნარკობარონი ოჯახთან ერთად "მონოპოლიას" თამაშისას ყოველთვის ცუღლუტობდა, თამაშის წინ მისი დამხმარეები დამატებით სათამაშო ფულს მალავდნენ, რათა თამაშის დროს ფულის აღება მას შეუმჩნევლად შეძლებოდა.



image



კოლუმბიელი თაღლითი ენტონი ჟინიაკი ბრიტანელებს ათწლეულების მანძილზე თავს საუდის არაბეთის პრინცად უსაღებდა. ჟინიაკი პრინცის იმიჯს მაღაზიებში საკრედიტო ბარათებით თაღლითობისთვის და ასევე სხვადასხვა "პროექტისთვის" ინვესტიციების მოსაზიდად 17 წლიდან იყენებდა. მან მდიდრებისგან 8 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოტყებით გამოძალვა მოახერხა, სანამ 2017 წელს მისი ყალთაბანდობა საბოლოოდ არ გამოვლინდა, ეს კი მაშინ მოხდა როდესაც ის ღორის ხორცის მადიანად მირთმევისას გამოააშკარავეს, რაც მუსლიმი პრინცისთვის სრულიად დაუშვებელია.


image


ალ კაპონე ჩიკაგოს ბანდის წევრებთან ერთად ყოველწლიურად - პროსტიტუციით, კონტრაბანდით, აზარტული თამაშებით, ბუტლეგერობითა და რეკეტით დაახლოებით 100 მილიონ დოლარს (დღევანდელი ექვივალენტით 1, 5 მილიარდს) შოულობდა.


image

ბრაზილიელი სერიული მკვლელი პედრო როდრიგეს ფილიო საკუთარ მსხვერპლებად ძირითადად კრიმინალებსა და მანიაკებს ირჩევდა. მთლიანობაში მან სიცოცხლეს 71-დან 100 ადამიანამდე გამოასალმა.


image


დაპატიმრების შემდეგ ალ კაპონეს აშშ-ს მთავრობამ მისი კუთვნილი ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" ჩამოართვა, მანქანას მოგვიანებით პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი იყენებდა.





0
205
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
205