სხვა
აი, ასე ხდება ირანში ქურდის შარიათის კანონით სასტიკი დასჯა
2021, 30 აპრილი, 20:39
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქურდობის წინააღმდეგ საკმაოდ სასტიკი მეთოდები მოქმედებს, თუმცა ქვეყანაში ქურდობის ფაქტები პრაქტიკულად არ გვხვდება. შარიათის კანონის თანახმად, ქურდობა ამ ისლამურ სახელმწიფოში "ხელის მოკვეთით" ისჯება. პირველი ქურდობისას, როგორც წესი, დამნაშავეს მარჯვენა ხელზე ოთხ თითს აჭრიან, მეორეჯერ კი უკვე - მარცხენა ფეხის ნახევარს. ასეთ ვითარებაში ადამიანები მსხვილ ქურდობაზე ფიქრსაც კი ვერ ბედავენ.
აი, როგორ ხდება დამნაშავის საჯაროდ დასჯა, გაფრთხილებთ, რომ ფოტოები შეიძლება უსიამოვნო ან რთული სანახავი იყოს.
დასჯა პირდაპირ მოედანზე ხდება, სადაც მრავალი ადამიანია შეკრებილი
დამნაშავეს კიდურზე ჯერ ანესთეზიას უკეთებენ, რის შემდეგაც თვალებს უხვევენ
გილიოტინასთან ყოველთვის ექიმი მორიგეობს, რომელიც დამნაშავეს პირველ დახმარებას უწევს, ჭრილობას უმუშავებს და სისხლდენას უჩერებს.
ყველა სასჯელი, მათ შორის სიკვდილით დასჯაც კი, ხალხის თვალწინ ხდება, რათა ადამიანები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სანამ კანონს დაარღვევენ.