x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138989
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
18 მიზეზი, რატომ უნდა ეწვიოთ ბარსელონას
ბარსელონა უძველესი ქალაქია, რომლის ქუჩებში, როგორც ჩანს, მზე დიდი ხნის წინ და სამუდამოდ დამკვიდრდა. აქ ყველა ქუჩა კაშკაშა ფერებით სავსეა, ყველა სახლი ხელოვნების ნიმუშია. აქ იყიდება უგემრიელესი ტკბილეული, ახალი თევზი და კარგი ღვინო. აქ საოცრად თბილი და ნაზი ზღვაა.



image



ერთად დავათვალიეროთ უძველესი ქალაქის ულამაზესი ადგილები, სადაც ის ზღაპრული, მხიარული და მყუდროა.



საგრადა-ფამილია - მშენებარე კათოლიკური ბაზილიკა, პროექტირებული ცნობილი ანტონიო გაუდის მიერ. მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

image



ტაძრის კედლები ახლოდან.


image



გუელის პარკი, სადაც უსასრულოდ შეგიძლიათ ისეირნოთ.

image



ხვლიკი გუელის პარკში ბარსელონას ლეგენდარული სიმბოლოა.

image



გოთიკური კვარტალი. შუა საუკუნეებიდან მრავალი ნაგებობა შემორჩენილია.

image



წმინდა ჯვრის და წმინდა ეულალიას საკათედრო ტაძარი გოთიკურ კვარტალში.

image



მყუდრო კაფე ისტორიულ შენობებს შორის.

image



მილას სახლი. ესეც გაუდის ნამუშევარი. რამდენიმე ბინაში დღემდე ცხოვრობენ კატალონიური ოჯახები, სხვებში ოფისები და კაფეები გახსნილია.

image



ბატლოს სახლი

image



კატალონიის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მონტჟუიკის ბორცვზე. ქალაქის კიდევ ერთი არაოფიციალური სიმბოლო.

image



ქალაქის ხედი მონტჟუიკის ბორცვიდან.

image



ცნობილი ბაზრობა რამბლას ქუჩასთან, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ.

image



ტრადიციული პაელა. ძალიან გემრიელი უნდა იყოს.

image



ბარსელონას სანაპირო

image



შადრევანი ციტადელის პარკში. ზოგადად, ბარსელონაში ბევრი პარკი და შადრევანია.

image



კოტეჯი მონსერატის მთის გზაზე. ქალაქგარეთაც წარმოუდგენლად ლამაზია.

image



მონსერატის მონასტერი, ქალაქიდან 50 კმ-ში, 1025 წელს დაარსდა. მონასტერმა მიიღო სახელი მონსერატის მთის პატივსაცემად. თითქმის ყველა მწვერვალს აქვს რომანტიკული სახელი: მუმია, სპილოს თავი, ბერნატის ცხენი.

image



ქალაქის ხედი.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

მსოფლიოს 7 ქალაქი, სადაც მზე თითქმის არ არის

რიჩარდ სილვერი: მსოფლიოს ღირსშესანიშნაობები უჩვეულო ფოკუსში

ისლანდია - ექსტრემალური კონტრასტების ქვეყანა

პილატუსბანი – ყველაზე ციცაბო რკინიგზა მსოფლიოში

დედამიწის „მაცივარი“ – წარმოუდგენელი ფაქტები იდუმალი და მკაცრი ანტარქტიდის შესახებ


0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
129