სხვა ჰოროსკოპი: მშვილდოსანი 2012, 20 ოქტომბერი, 0:20 ![]() ქალი მშვილდოსანი: ისევე როგორც მამაკაცები, ამ ნიშნის ქალებიც ორ ტიპად იყოფა. ერთი, ქალაბიჭად დაბადებულნი, სპორტსა და მოძრაობას აღმერთებენ და ძნელად ეგუებიან ოჯახურ ატმოსფეროს. ქალი მშვილდოსანი თავნებაა და ახირებული, არ უყვარს მორჩილება, აფასებს თავისუფლებას. ყოველგვარ პროფესიაში აღწევს წარმატებებს. რადგან მოხერხებულია და პრაქტიკული. მეორე ტიპის მშვილდოსანი საზოგადოებაში გამოსული, ჭკვიანი და თავისუფალია, გატაცებულია ხელოვნებით, წიგნებითა და გამოჩენილი ადამიანებით. ყველაფერს დიდებულად ართმევენ თავს. ორიგინალურია და არც ექსტრავაგანტულობა აკლია. სხვა ნიშანთან დამოკიდებულება: მისასალმებელია მშვილდოსნის დაკავშირება ქალწულთან, თევზებთან, ტყუპებთან და კუროსთან. კუროსთან სწრაფად ჩნდება სიმპათია და სიყვარული. მათი დაქორწინება გამართლებულია. მშვილდოსანს ძალიან აღელვებს და იზიდავს ვერძი, თუმცა ბევრი საერთო აქვთ. მათ ქორწინებას მაინც საფრთხე ემუქრება. მშვილდოსანის გადაჭარბებული ლტოლვა თავისუფლებისაკენ ასევე ბევრ მწუხარებას უქადის კირჩხიბს. მეორე მხრივ, მშვილდოსანის ძალას და შემართებას შეუძლია კირჩხიბის გარდაქმნა და მოთვინიერება. გულწრფელობა, იმპულსუობა და პატიოსნება ეს ნიშნები აერთიანებთ მშვილდოსანსა და ლომს. მათი ხასიათი და ტემპერამენტიც ძალიან ჩამოჰგავს ერთმანეთს, ქორწინებაც გამართლებულია. ქალწულის და მშვილდოსნის შეკავშირება სასურველი არაა, თუმცაღა მათ შორის საკმაოდ შეიმჩნევა ფიზიკური მიზიდულობა. სასწორი და მშვილდოსანი ერთმანეთს ადვილად უკავშირდებიან და სწრაფადაც ქორწინდებიან, რაც ორთავე მხარეს ბედნიერების საწინდარია. ღრიანკალი და მშვილდოსანი დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს, სასურველია მათი დამეგობრება და თანამშრომლობა. თხის რქასთან მშვილდოსანს საერთო ინტერესები აკავშირებს. თანაც თხის რქის არასერიოზულობისას მშვილდოსანის ცოცხალი ხასიათი მშვენივრად ეთანხმება. თუ მათ შორის ფიზიკური ლტოლვაც აღმოცენდა, ქორწინება ბედნიერი იქნება. მერწყული და მსვილდოსანი, როგორც ორი აქტიური და ენერგიული ნიშანი ადვილად უკავშირდებიან ერთმანეთს, რასაც კიდევაც აქვს გამართლება. თუ მაინც ექნება ადგილი ჩხუბსა და კინკლაობას, ამის მიზეზი უთუოდ მშვილდოსანის ცვალებადი და არამყარი ბუნება იქნება. მშვილდოსანი და ტევზები მეტისმეტად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის მიმართ ვნება გააჩნიათ, მათ საქორწინო კავშირს საფრთხე ემუქრება.. 4734 3-ს მოსწონს
|