სხვა ტამბო ხელოვნება, წარმოუდგენელი ნახატები ბრინჯის მინდვრებში იაპონიაში 12 აგვისტო, 10:15 თუ მინდვრებზე წრეების წარმოჩენა ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება მეცნიერებისთვის, იაპონიაში მიწის ნაკვეთებზე ფერადი ნახატებისთვის გონივრული ახსნა არსებობს. ეს არის ნიჭიერი ფერმერების ნამუშევრები, რომლებმაც იციან, როგორ შექმნან ნამდვილი შედევრები სელექციის გამოყენებით.
ყოველწლიურად იაპონელი ფერმერები ერთ მინდორზე 12-მდე ჯიშის ბრინჯს თესავენ იმ მიზნით, რომ შექმნან სუნთქვისშემკვრელი ცოცხალი ტილოები. სხვადასხვა ფერის ბრინჯის ყლორტები ისე იზრდება, რომ მინდორზე თანდათან ჩნდება ეროვნული და მულტფილმების გმირების გამოსახულებები. ხელოვნების ამ ფორმას ტამბო ეწოდება. თითქმის ორი ათასი წლის განმავლობაში სოფელ ინაკადატეს მაცხოვრებლები ბრინჯს ზრდიან, მაგრამ „მხატვრული“ გზით მარცვლეულის დათესვის ტრადიცია არც ისე დიდი ხნის წინ დაიბადა, 1993 წელს. მაშინ გლეხებმა გადაწყვიტეს, სხვადასხვა ჯიშის ბრინჯის გამოყენებით მინდორზე მარტივი სურათი „დაეხატათ“. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, აპრილში, სოფლის მაცხოვრებლები იკრიბებიან იმის დასადგენად, რომელი ფერწერის შედევრი დაამშვენებს მათ მინდვრებს 6 თვეში. ნახატის განსაზღვრის შემდეგ გლეხები ნიშნავენ შერჩეულ მინდორს (დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი) და ხელით იწყებენ სხვადასხვა ჯიშის ბრინჯის დათესვას. მინდორი დიდია, საქმე შრომატევადი, გლეხები დღეებს მუხლამდე წყალში ატარებენ. ეს არის ბრინჯის თესვის თავისებურებები, მაგრამ კეთდება ძალიან ფრთხილად. ბოლო წლებში სოფლის მოსახლეობა გარკვეულ უხერხულობასაც განიცდის მათი შემოქმედების გამო. ინაკადატე ადგილობრივი სტანდარტებით პატარა სოფელია, სულ ცხრა ათასი ადამიანია და ინფრასტრუქტურაც შესაბამისია. როდესაც შემოდგომაზე ორასი ათასამდე ტურისტი მოდის მათ ხანმოკლე და უჩვეულო ხელოვნების ნიმუშის სანახავად, ადგილი არ არის მათ განსათავსებლად. მართალია, ახლა არა მხოლოდ ინაკადატეში ქმნიან ნახატებს მინდორზე. სხვა სოფლებმაც დაიწყებს ერთმანეთთან შეჯიბრი „იაპონიის ყველაზე მხატვრული სოფლის“ საპატიო ტიტულისთვის. სადღაც ქმნიან ნახატებს მშობლიური კულტურის მიხედვით, სადღაც იდეებს დასავლური კულტურიდან იღებენ. ორივე შემთხვევაში, მხატვრულად დათესილი მინდვრები ბრინჯის მომწიფებისას ფერებში იცვლება და შემოდგომაზე ნამდვილ შედევრებს წარმოადგენს. როდესაც მოსავლის აღების დრო დგება, მოხატულ მინდვრებში მოყვანილი ბრინჯი, დამუშავების შემდეგ, ყველაზე ჩვეულებრივ მაღაზიებში მიდის. ასევე დაგაინტერესებთ: „ჩემი გონების ოინები“ - ჰოლანდიელი მხატვრის შემაძრწუნებელი და უცნაური ნახატები კორეელი მხატვრის გასაოცარი ნამუშევრები ქაღალდით - წვრილმანებამდე გათვლილი არტ დირექტორი ორ სურათს აერთიანებს და სასაცილო სურათებს ქმნის, რომელიც რეალურს ძალიან ჰგავს მხატვარი ღრუბლებს ფოტოებს უღებს და იუმორით მონახაზს ასრულებს სირიელი მხატვარი გვაჩვენებს, როგორ გამოიყურება ემოციები და გრძნობები, რომელთა აღწერა სიტყვებით გვიჭირს 80 1-ს მოსწონს |