სხვა პრინცესა ოლიმპიას თავაშვებული ცხოვრება 14 აგვისტო, 11:11 ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ყველა სამეფოს საუკუნის მანძილზე დაწერილი მკაცრი, გარკვეული ეტიკეტის დაცვის მოთხოვნადი თუ სასაცილო ან უცნაური წესი აქვს, რომლის შესრულება მათი ოჯახების წარმომადგენლებს მთელი სიმკაცრით უწევთ. ჩვენთვის გასაკვირი და წარმოუდგენელი წესები, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა არის სამეფოები, რომელთა ძველი ტრადიცია განახლებულმა, შედარებით თანამედროვემ ჩაანაცვლა და ახლა, მათ მხოლოდ გარკვეული სტანდარტების დაცვა უწევთ.
ბუკინგემის სასახლის წევრებს, და არა მარტო, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი სულაც არ ემორჩილება მათ მიერ დაწერილ წესებს და იქცევა საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც უკვე არაერთი ამბავი მოწმობს. სპეციალური წესები, რომლებიც სამეფო ოჯახებისთვის დაიწერა, მიზანია იმის რომ ისინი საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სტანდარტები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ლურჯი სისხლის წარმომადგენლები ყოველთვის უშეცდომოდ გამოიყურებოდნენ საზოგადოების წინაშე. მათაც ამოძრავებთ პირადი სურვილები და გართობის საკუთარი პრინციპები, თუმცა... არაერთხელ ვნახეთ ტირაჟირებული ფოტოები, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მათი ქცევისთვის შეუფერებელ სიტუაციაში გამოიჭირეს პაპარაცებმა. მარია ოლიმპია დანიისა და საბერძნეთის ახალგაზარდა, 24 წლის პრინცესაა. პრინცი პავლეს უფროსი ქალიშვილი და ბრიტანეთის პრინცის ჩარლზის ნათლულია. მაგრამ ის უფრო ცნობილია არა მისი წარმომავლობით, არამედ მისი მეამბოხე ხასიათით და სამეფო პიროვნებისთვის შეუფერებელი და უხამსი ქმედებებით. პრინცესას ინსტაგრამი სავსეა გულახდილი და პროვოკაციული ფოტოებით. პრინცესა ოლიმპიას თავაშვებული ცხოვრება448 3-ს მოსწონს
|