სხვა როგორ იპოვა CIA–მ გაქცეული ჰიტლერი კოლუმბიაში 1954 წელს 2017, 3 ნოემბერი, 10:51 CIA–ი ( ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აშშ–ში) გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის თანახმად ირწმუნება, რომ 1950–იან წლებში ადოლფ ჰიტლერი კოლუმბიაში ყოფილი ნაცისტების თანამეგობრობაში ცხოვრობდა. ინფორმაციას აშუქებს Daily Mail–ი.
ინფრომაცია მას შემდეგ გახდა საქვეყნოდ ცნობილი, რაც კოლუმბიელმა ჟურნალისტმა ხოსე კარდენასიმ CIA- ის არქივიდან 1990 წელს აღნიშნული დოკუმენტი გამოაქვეყნა. აგენტები ფაქტს სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა რეპორტიორები მთავრობასთან აგზავნიდნენ ანგარიშებს ფოტოსურათებთან ერთად. დოკუმენტიდან ცნობილია, რომ ჰიტლერი 1954 წელს იმყოფებოდა ქალაქ ტონასში, ბოგოტის ჩრდილოეთით, რასაც მოწმობდა ფილიპ სიტროენი. სიტროენი ამტკიცებდა, რომ როდესაც ქალაქში რკინიგზის კომპანიაში სამუშაოდ ჩავიდა, გაიცნო ადამიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჰიტლერს და მოიხსენებდნენ როგორც Residences Coloniale. მას იქ პატივს სცემდნენ, როგორც წარსულში ნაცისტების თაყვანისმცემელს და მოიხსენიებდნენ ფიურერად, თან ნაცისტების დამახასიათებელი მისალმებით ესალმებოდნენ. იმის დასამტკიცებლად, რომ მართალს ამბობდა, სიტროენმა ფოტოც გადაიღო ე.წ ჰიტლერთან და წერილობით ფორმას ფოტოფაქტიც დაურთო. თუმცა მაინც არაოფიციალურ ინფორმაციად ჩაიწერა ამბავი და ფანტასტიური ჭორი ეწოდა. მოგვიანებით, 1955 წელს კი კიდევ ერთი პირი გამოჩნდა კოდური სახელით სიმელოდი–3, რომელიც ასევე ამტკიცებდა რომ ის იყო ჰიტლერი და იცნობდა სიტროენსაც. მას ფოტოც ჰქონდა ნანახი, რომელზეც ადოლფი და სიტროენი იყვნენ, რომ სიტროენი ნამდვილად კონტაქტობდა ჰიტლერთან. ჰიტლერი კი 1955 წლის იანვარში კოლუმბიიდან არგენტინაში გადავიდა. სიმელოდი–3–თან საუბრის შემდეგღა გადაწყვიტეს აგენტებმა ოფიციალური ჩანაწერები გაეკეთებინათ და მთავრობისთვის გადაეცათ დანართთან ერთად, სადაც გარკევვით ეწერა: "ეს საქმე შეიძლება კრახით დამთავრდეს, რადგან ინფორმაცია თუ მცდარი აღმოჩნდა, რისი ალბათობაც დიდია, ჩვენ ჩავფლავდებით, ამიტომ სჯობს თუ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ". ცნობილია, რომ მესამე რაიხის კრახის შემდეგ ჯოზეფ მენგელი, ათასობით ნაცისტი და ჰოლოკოსტის არქიტექტორი ადოლფ ეიხმანი სამხრეთ ამერიკაში გაიქცნენ. ნაცისტების ყველაზე საყვარელი საცხოვრებელი კი იმ დროს იყო არგენტინა, რადგან ქვეყნის პრეზიდენტი ხუან პერონი მხარს უჭერდა ჰიტლერის პოლიტიკას, ის ასევე აქტიურად ცდილობდა ნაცისტების გადარჩენას და სთავაზობდა მათ თავშესაფარს. ანდების ძირში, ქალაქ ბარილოჩეში ერთ–ერთ სახლში აშკარად იგრძნობოდა ნაცისტური გავლენა და ამას არტეფაქტებიც მოწმობდა, რამაც დააჯერა ყველა, რომ სწორედ იქ ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი. მწერალი აბელ ბასტი თავის წიგნში "ჰიტლერის გაძევება" აღნიშნავს, რომ ფიურერი თავისი ბუნკერიდან საიდუმლო გვირაბით ესპანეთში გაიქცა. ასევე ბასტის თეორიების მიხედვით ჰიტლერი გადავიდა კანარის კუნძულებზე, საიდანაც გააპარეს წყალქვეშა გემით არგენტინაში. სადაც ის 1971 წლამდე ცხოვრობდა, დაღუპვის შემდეგ კი ქალაქ ასუნსიონში საიდუმლო თავშესაფარში დაკრძალეს. თუმცა, ისტორიკოსებს ეს ამბავი სასაცილოდ მიაჩნიათ და ამტკიცებენ, რომ ჰიტლერმა ცოლთან ევა ბრაუნთან ერთად 1945 წლის 30 აპრილს სიცოცხლე თვითმკვლელობით ბერლინში დაასრულა, ცხედრები კი რეიხკანცელარიის ბაღში დაწვეს. იხილეთ აგრეთვე: ●დედამ 4 შვილი გაყიდა- ამბავი ფოტოს შესახებ, რომელმაც მსოფლიო მოიცვა ● როდის და როგორ მოხდა სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია- ის, რაც აქამდე არ იცოდით +11 ● ცნობილი ხალხისა და ისტორიული მოვლენების აქამდე უცნობი ფოტოები ● მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ ● ავღანელი გოგო, რომელმაც მსოფლიო თვალებით მოხიბლა- ვინ არის და რას საქმიანობს დღეს? ● ქალი, რომელიც სამი გემის- "ოლიმპიკი", "ტიტანიკი" და "ბრიტანიკი"-ს ტრაგიკულ კატასტროფას ცოცხალი გადაურჩა ● ძნელია მიხვდეთ რა კიდია კედელზე, თუმცა გაგებისთანავე ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ +13 ● რატომ ეხურათ გერმანელ ჯარისკაცებს რქიანი ქუდები? ომის საიდუმლოს ფარდა აეხადა ● ანტიამერიკული პროპაგანდა ჩრდილოეთ კორეაში. საშინელი პროპაგანდისტული პლაკატები +15 ● საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ! ● კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16 ● მაიკლ ჯექსონი ცოცხალია და ბაჰრეინში გადავიდა? არსებობს ფაქტები ● ყველაზე სასტიკი მმართველები კაცობრიობის ისტორიაში, რომელთა დაბრუნებას არ ისურვებდით ● ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელები ● პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია ● ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია 5124 15-ს მოსწონს
|