სხვა 6 სკანდალური შემთხვევა, როდესაც პრინცმა ჰარიმ სამეფო შეარცხვინა 2020, 3 თებერვალი, 12:11 ბუკინგემის სასახლის წევრებს, იმ ყველაფრის კეთების უფლება არ ეძლევათ, რაც სხვა დანარჩენებს, ვინც მის გარეთ ცხოვრობენ. სასახლის წევრებმა გარკვეული წესების და სტატუსის შესაბამისად უნდა იცხოვრონ. გარკვეული აკრძალვები, დრეს-კოდი და ა, შ, მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, უმცროსი პრინცი ჰარი, სულაც არ ემორჩილება მათ მიერ დაწერილ წესებს და იქცევა საკუთარი სურვილების შესაბამისად, რასაც უკვე არაერთი ამბავი მოწმობს. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე შემხვევას, სადაც პრინცი ჰარი სამეფოს სახელს არცხვენს. 1. სკანდალური კოცნა. 2009 წელს, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, სადაც პრინცი ჰარი კოცნის ვიღაც სამხედრს. 2. შიშველი ფოტოები. 2012 წელს, ლას-ვეგასში გადაღებულმა, პრინცი ჰარის შიშველმა ფოტოებმა, მსოფლიო აალაპარაკა. 3. პაპარაცის დაზიანება. 2004 წელს, ერთ დღეს, როდესაც პრინც ჰარის პაპარაცები შემოესივნენ ფოტოების გადასაღებად, შეწუხებულმა, ერთ-ერთ მათგანს მუჯლუგუნი გაჰკრა, პაპარაცი დაეცა და მცირე დაზიანებები მიიღო. 4. ნაცისტური ფორმა. 2005 წელს, ერთ-ერთ თემატურ ღონისძიებაზე პრინცი ჰარი გერმანელი ჯარისკაცის ფორმით წარსდგა. მოგვიანებით ბოდიშიც მოიხადა ამ ქმედების გამო. 5. ალკოჰოლის მოყვარული. არსებობს მრავალი ფოტო, რომლებიც მოწმობს ფაქტს, რომ 17 წლის პრინცი ალკოჰოლურ სასმელს ძალიან ეტანება და ის არაერთხელ გაუყვანიათ ბარებიდან უგონო მდგომარეობაში. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში ალკოჰოლი, მხოლოდ 18 წლიდან დაიშვება. 6. მისი სკანდალური მეორე ნახევარი. უნდა აღვნიშნო, რომ ქორწინებამდე პრინცი ჰარის საცოლე მეგან მარკლი, სამეფო ოჯახის წევრებისთვის მოსაწონი სარძლო არ ყოფილა. ის იყო განქორწინებული, მონაწილეობდა ეროტიკულ როლებში და სხვა ჭორების თანახმად, არც თუ სუფთა წარსული აქვს. იხილეთ აგრეთვე: პაპარაცებმა გაშიფრეს, თუ რატომ ატარებს ჰერცოგინია ქეით მიდლტონი თითზე "პლასტირს" მეგან მარკლის ყველაზე ეროტიკული სცენები ფილმიდან "ფორს-მაჟორი" გაინტერესებთ ვინ არის ბრიტანეთის სამეფოს ბავშვების ძიძა? 2400 13-ს მოსწონს
|