x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
40–იან წლებში ომი გარდაუვალი იყო... გერმანია რომ არა, საბჭოთა კავშირზე თავდასხმას, სხვები აპირებდნენ
image


"ჩვენ 50-100 წლით ჩამოვრჩებით მოწინავე ქვეყნებს და ეს მანძილი ათ წელიწადში უნდა დავფაროთ. ამას ან ვაკეთებთ, ან გაგვანადგურებენ!.." – განაცხადა სტალინმა 1931 წლის თებერვალში.
და ბოლშევიკი ლიდერი არ ცდებოდა. ომი გარდაუვალი იყო, რადგან კაპიტალისტები ვერ შეეგუნენ მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს არსებობას, რომლის მაგალითს, მათ ქვეყანაში, პროლეტარიატისთვის, კლასობრივი ბრძოლისთვის, ბიძგი მიეცა შეეძლო.

30-იანი წლების ბოლოს, გეოპოლიტიკური მდგომარეობა, სსრ კავშირისთვის ძალიან დამძიმდა. ამერიკის დახმარებით, გერმანიის ეკონომიკური და სამხედრო აღორძინება მოხდა* და იმის საფრთხე გაჩნდა, რომ, თუ აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი მესამე რაიხთან გაერთიანდებოდა, საბჭოთა კავშირი, მათ სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ომის შემთხვევაში, დამარცხდებოდა...


imageგერმანიას და სსრ კავშირს შორის, თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერა (მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტი). 1939 წ. 23 აგვისტო


ამ ფონზე, სტალინი მზად იყო, ეშმაკთანაც კი შესულიყო ალიანსში, რომ მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ, მსოფლიო კაპიტალიზმი ერთიანი ფრონტით არ გამოსულიყო. ამიტომ, როდესაც ჰიტლერმა მას, სსრ კავშირსა და გერმანიას შორის, თავდაუსხმელობის პაქტის დადება შესთავაზა, სტალინს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე დათანხმდა.

ამ პაქტმა ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლება აღაშფოთა, რადგან წლების მანძილზე, ისინი ჰიტლერს ფინანსურადაც ეხმარებოდნენ და ტექნოლოგიებსაც აწვდიდნენ. ისინი გერმანიას, აშშ–თან ერთად, სსრ კავშირის წინააღმდეგ ომისთვის ამზადებდნენ... და რა გააკეთა ჰიტლერმა? – ქვეყნებს, რომლებსაც ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, გაერთიანდნენ და პოლონეთი გაიყვეს... შემდეგ სსრ კავშირი ფინეთშიც შეიჭრა, რამაც ლონდონის და პარიზის საფუძვლიანი ეჭვი გამოიწვია – მოკავშირეების მომდევნო მიზანი, შეიძლება მათი ქვეყნები ყოფილიყო. მათ წითელი არმიის არ ეშინოდათ, მაგრამ გერმანიის ძალა და სსრ კავშირიდან, ამ ქვეყნისთვის, ნავთობისა და ბენზინის გულუხვი მიწოდება ძალიან აშინებდათ... ამიტომ, ინგლისმა და საფრანგეთმა კავკასიაში ნავთობის საბადოს განადგურება გადაწყვიტეს.


ოპერაცია – "შუბის" გეგმა


საიდუმლო გეგმის შემუშავება, 39 წლის სექტემბერს, მას შემდეგ, რაც წითელი არმიის ნაწილებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს. ხოლო, 1940 წ. თებერვალში, სსრ კავშირზე თავდასხმის გადაწყვეტილება მიიღეს. შეტევა ერთიანი და მასშტაბური უნდა ყოფილიყო: უნდა დაბომბილიყო ჩრდილოეთი, შორეული აღმოსავლეთი და სამხრეთი. ამ უკანასკნელ მიმართულებაზე, მთავარი სამიზნე – ბაქო იყო, სადაც სსრ კავშირის ნავთობის საერთო რაოდენობის 74% მოიპოვებდნენ. ასევე იგეგმებოდა გროზნოს საბადოების განადგურება და ბათუმის და ფოთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვა.

ჩანაფიქრის მიხედვით, სსრ კავშირზე მოულოდნელ თავდასხმას, წითელი არმიის, ქვეყნის მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პარალიზება უნდა გამოეწვია. ამის შემდეგ, სსრ კავშირში მასობრივი შიმშილი დაიწყებოდა, ეკონომიკის სრული კოლაფსი მოხდებოდა და შესაძლოა, მთელი სახელმწიფოც "ჩამოშლილიყო"...
საბჭოთა კავშირზე თავდასხმა სირიის და თურქეთის ტერიტორიიდან იგეგმებოდა. მისია 90-100 ბომბდამშენს უნდა შეასრულებინა და თითო გაფრენაზე, მათ 70 ტ. ავიაბომბის ჩამოყრა შეეძლოთ. ამისთვის მათ, ხსენებულ ქვეყნებში, პირველი კლასის 20 ახალი აეროპორტი ააშენეს, ხოლო ოპერაციის დაწყება 1940 წ. 15 მაისისთვის დაგეგმეს. თუმცა, მოგვიანებით, თარიღი შეცვალეს და ივნისისთვის გადაიტანეს.


imageოპერაცია "შუბი", დაბომბვის მარშრუტი


კრემლის საპასუხო ქმედება


კავკასიის ნავთობის საბადოების განადგურების საფრთხის აღმოსაფხვრელად, იქ სასწრაფოდ 6 ავია ბრიგადები და რამდენიმე პოლკი გაგზავნეს. ასევე, სახმელეთო შემოჭრის შემთხვევისთვის, რეგიონში, სახმელეთო ჯარებიც გადაისროლეს.

დახმარება იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ... და სსრ კავშირი კატასტროფისგან ორმა ფაქტორმა იხსნა:
I. ჰიტლერის თავდასხმა ნორვეგიაზე 1940 წლის 9 აპრილს. კონფლიქტში ინგლისელები ჩაერივნენ და სასტიკი ბრძოლები დაიწყო... შედეგად, ინგლისურმა ავიაციამ დიდი დანაკარგი განიცადა. ამიტომ, ლონდონი იძულებული იყო, სირიასა და თურქეთში, თვითმფრინავების გაგზავნა შეეწყვიტა;
II. ომი გერმანიასა და საფრანგეთს შორის, რომელიც 1940 წლის 10 მაისს დაიწყო. ჰიტლერმა ბლიცკრიგის ტაქტიკის გამოყენებით, ადვილად დაამარცხა ინგლისურ-ფრანგული ჯარები და პარიზი აიღო.


imageგერმანიის არმია პარიზის ქუჩებში, 1940 წ.


* ნიურნბერგის პროცესზე, გერმანიის მთავარმა რაიხ ბანკირმა ჰიალმარ შახტმა განაცხადა, რომ გერმანიის სამხედრო და ფინანსური სიძლიერის უზრუნველყოფაში, დამნაშავეები მოკავშირეები იყვნენ – მათ ხომ, არც კი უცდიათ, აგრესიულ ქვეყანასთან კონტაქტის შეწყვეტა? მაგ., «Opel»–ი და «General Motors»–ი, რომელიც ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნოდა, პროდუქციას, ფაქტობრივად, ომის ბოლომდე უშვებდა... პროცესზე ასევე გაირკვა, რომ თავად ჰიალმარ შახტი, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, რამდენჯერმე იყო აშშ–ში. გაგრძელება >>>



image

არხის სხვა სიახლეები:


* არტეფაქტი, რომელიც კაცობრიობის და ანუნაკის ცივილიზაციის ურთიერთობის მტკიცებულებას წარმოადგენს

* ნოეს კიდობანი მართლაც არსებობდა. მაგრამ ისეთი არა, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია...

* რომ გაიგოთ, ამ ფოტოებზე რა არის, კარგად უნდა დააკვირდეთ

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
479
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0