x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არტეფაქტი, რომელიც კაცობრიობის და ანუნაკის ცივილიზაციის ურთიერთობის მტკიცებულებას წარმოადგენს

როდესაც 2011 წ. მთელს ეგვიპტეში არეულობები დაიწყო, კაიროს მუზეუმის საცავები გაძარცვეს. მოპარულ არტეფაქტებს შორის, ფარაონის ძვირფასი მედალიონიც აღმოჩნდა, რომელიც მოგვიანებით, შავ ბაზარზე გაიტანეს გასაყიდად.


image


ფართო საზოგადოებამ, ამ მედალიონის არსებობის შესახებ, პირველად 2003 წ. შეიტყო. არსებული ინფორმაციის თანახმად, ის ფარაონის ძალაუფლების მთავარი აქტივი და სიმბოლო იყო. გარდა ამისა, მასზე დატანილმა გრავიურამ, ბევრი ეგვიპტოლოგი იმაზე დააფიქრა, თუ საიდან იყო მედალიონი და რაში მდგომარეობდა მასზე დატანილი სიმბოლოების არსი?

ეგვიპტეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, არაერთი არტეფაქტია აღმოჩენილი. მაგრამ, ეს მედალიონი განსხვავდება, მუზეუმში დაცულ, სხვა საგანძურისგან. ის წარმოადგენს უფრო მკაფიო ნიშანს იმისა, რომ ჩვენ ცივილიზაციას და ანუნაკების ცივილიზაციას შორის, მჭიდრო ურთიერთობა იყო და სავარაუდოდ, ეს მედალიონიც მათი გაკეთებული უნდა ყოფილიყო.


image


აღსანიშნავია, რომ ის მთლიანად ოქროსია. ხოლო, გამოსახულება თხელი (რამდენიმე მიკრონი) ნახევრადძვირფასი ქვების ფენით არის დაფარული, რაც მისი გაყალბების ფაქტს გამორიცხავს, რადგან ასეთი ტექნოლოგიები, ჩვენთვის ჯერ–ჯერობით, ხელმისაწვდომი არ არის. გამოყენებულ მინერალებს შორისაა: იასპი, ფირუზი, მალაქიტი, აქატი, ონიქსი და კატის თვალი. მათი უმეტესობა, დროთა განმავლობაში, დაზიანდა და ბევრი ქვა ამოვარდნილია.

გარდა ამისა, იდუმალებით არის მოცული მედალიონზე გამოსახული სურათი – მასზე ზე არსება, რომელსაც მზის სხივებით, ფარაონთან აქვს ურთიერთობა. ყველაზე მეტად კი, არტეფაქტზე დატანილია საფრენი აპარატის მსგავსი გამოსახულება იქცევს.

ამერიკელი მედიუმის ჯონ ედვარდის (John Edward) აზრით, მეცნიერებს ხელთ ანუნაკების შექმნილი არტეფაქტი ჩაუვარდათ.

შუმერული ტექსტების მიხედვით, თავდაპირველად, პლანეტა ნიბირუდან, ანუნაკების 50 კაციანი ჯგუფი სპარსეთის ყურის, ან არაბეთის ზღვის სანაპიროზე დაეშვა. მათი მისია დედამიწაზე ოქროს მოპოვება იყო. ხოლო, ექსპედიციას ნიბირუს მმართველის, ანუს («ღვთიური») შვილი – ენკი (ეა) («ის, ვისი სახლიც წყალია») ხელმძღვანელობდა, რომელიც საუკეთესო მეცნიერი და დედამიწაზე ქ. ერიდუს დამაარსებელ იყო. თუმცა, საჭირო რაოდენობის ძვირფასი ლითონის მოსაპოვებლად, დამატებითი ძალები გახდა საჭირო და ჩვენს პლანეტაზე კიდევ 600 კოლონისტი ჩამოვიდა. მათ შორის იყო ენლილი («უზენაესი მმართველი»), ნიბირუს მმართველის მეორე ვაჟი და ენკის ძმა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნოეს კიდობანი მართლაც არსებობდა. მაგრამ ისეთი არა, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია...

* ჩერჩილი სსრ კავშირში II ფრონტის გახსნას ცდილობდა, თუმცა სტალინს სხვა გეგმა ჰქონდა

* ეს ქალაქი არცერთ რუკაზე არ არის და არც ყოფილა... მაგრამ, მის შესახებ ყველას სმენია

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
175
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0