სხვა 10+ ფოტო მტკიცებულება, რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების 6 აგვისტო, 12:52 ზოგჯერ სრულიად გაუცნობიერებლად, ინსტინქტის დონეზე, სტერეოტიპულად ვაზროვნებთ. მაგალითად, ბევრი ადამიანი მაშინვე წარმოიდგენს მოუწესრიგებელ მოხუცს, შეშლილი თვალებით და აწეწილი ჭაღარა თმით, როცა სთხოვენ დაფიქრდნენ, როგორ გამოიყურება მეცნიერი. ხოლო წარმატებული ბიზნესმენი ყოველთვის წარმოგვიდგენია შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი სიმპათიური მამაკაცის სახით.
სინამდვილეში, პროფესია საერთოდ არ განსაზღვრავს ადამიანს, რადგან ერთი და იმავე დარგის სპეციალისტები სულ სხვადასხვანაირად გამოიყურებიან. მეცნიერები მარჯვნივ - ემი მაინცერი, ამერიკელი ასტრონომი, რომელიც სპეციალიზებულია ასტროფიზიკურ აპარატურასა და ინფრაწითელ დიაპაზონში კვლევაზე. NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის თანამშრომელი. მილიონერები მარჯვნივ - მარკ ცუკერბერგი, ბიზნესმენი, ფილანტროპი და მეოჯახე კაცი. პოლიციელები მარჯვნივ - ახალგაზრდა ქალი, რომელიც მუშაობს ისლანდიის პოლიციაში. ისლანდიას აქვს დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მსოფლიოში. მერები მარჯვნივ - კატა, სახელად სტაბსი, რომელიც 1997 წლიდან მერის თანამდებობას იკავებს ტალკიტნაში, ალასკაში. პრინცესები მარჯვნივ - ზარა ელისაბედ ფილიპსი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მე-16 ტახტის რიგში. პრინცესას უყვარს დოღი და მსოფლიო ჩემპიონატიც კი მოიგო. იოგას ინსტრუქტორები მარჯვნივ - იასმინ სტენლი, რომელსაც სჯერა, რომ იოგა გვასწავლის, ვიცხოვროთ და მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ, იმის მიუხედავად, როგორ გამოვიყურებით. როკ ვარსკვლავები მარჯვნივ - ჯარედ ლეტო ოფიციალურ მიღებაზე. როკერი კი არა, თვალს ვერ მოსწყვეტ. ექიმები მარჯვნივ - დენიელ პრადო, ბრაზილიელი ნევროპათოლოგი. მასწავლებლები მარჯვნივ - ქიმიის მასწავლებელი ამერიკულ სკოლაში. ბაიკერები მარჯვნივ - ლესლი პორტერფილდი, „მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქალის“ არაოფიციალური ტიტულის მფლობელი. 2008 წელს Suzuki Hayabusa-ის მოტოციკლზე დაამყარა რეკორდი „ყველაზე დიდი სიჩქარე, რომელიც მიაღწია ქალმა მოტოციკლზე“ – 374, 208 კმ/სთ. მეხანძრეები აქ, სტერეოტიპები ხშირად ემთხვევა რეალობას. ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაკარგო სამსახური და გახდე მილიონერი ან „ხრიკების გამანადგურებლის“ ჰაბი ლეიმის ისტორია 10 სამუშაო ადგილი, სადაც ალკოჰოლი შეგიძლიათ და უნდა დალიოთ მამაკაცი უნდა იყოს მელოტი, მსოფლიოში საუკეთესო სამსახური – ტუჩსაცხის დამტესტავი 7 პროფესია ზარმაცებისთვის – სად ვიმუშაოთ, თუ საერთოდ არ გვინდა? სასაცილო სამუშაო პოზიციები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ნამდვილად არსებობს 226 შეფასება არ არის |