x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ დაიჯეროთ ხალხო - ტყუილია მეთქი მითქვამს"- რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი "სუსის" მიერ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სიცრუეში ამხელს:


"არ დაიჯეროთ ხალხო გრიგოლიჩზე ტერაქტის მოწყობის ამბავი. ზეხერი და ბლეფია ეგ. იმხელა ამერიკაში ამხელა გლობალური ომის პარტიამ ისეთი სნაიპერი ვერ მონახა ბუღასავით ტრამპისთვის რომ მოერტყათ და საქართველოში შანსი არაა ეგეთ პროფესიონალ სნაიპერს ვერ იპოვიდნენ ჩვენი, ნახტომში ნოლძევიტი, უხეირო დიქტატორისთვის რომ გაერტყათ. ამიტომ მაგაზე არ წავიდოდნენ უიმედო სიტუაციაში. ტყუილია მეთქი მითქვამს."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, ის გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს.


მათი ინფორმაციით, თავდასხმას აფინანსებენ და ორგანიზებას უწევენ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლები.


თავდასხმის მიზანი კი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობაა.



0
117
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
117