x
image
თამილა გურაშვილი
ისრაელი განიხილავს ირანზე პრევენციული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობას

image
ისრაელის ხელმძღვანელობა განიხილავს ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმის შესაძლებლობას, თუ თეირანის მხრიდან თავდასხმა გარდაუვალი იქენება. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel იტყობინება.



მისი თქმით, 4 აგვისტოს საღამოს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეხვედრა გამართა არმიისა და დაზვერვის ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი, მოსადის დაზვერვის უფროსი დევიდ ბარნეა და გენერალური უსაფრთხოების სამსახურის (კონტრდაზვერვის) უფროსი რონენ ბარი.




შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ პრევენციული ქმედება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აბსოლუტური მტკიცებულება, რომ ირანის განზრახვების შესახებ დაზვერვა სწორია, აღნიშნავს გამოცემა.



როგორც ადრე პორტალმა Axios-მა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ირანმა და ჰეზბოლამ შესაძლოა ისრაელზე თავდასხმა განახორციელონ მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

0
39
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0