შოუბიზნესი "აღდგენა შეუძლებელია." Aerosmith სამუდამოდ წყვეტს გასტროლებს სტივ ტაილერის ვოკალური იოგების დაზიანების გამო 5 აგვისტო, 13:20 როკ ჯგუფმა Aerosmith-მა ნაადრევად დაასრულა გამოსამშვიდობებელი ტურნე Peace Out და გამოაცხადა, რომ ტურნეს აღარ აპირებს. ამის მიზეზი ფრონტმენ სტივ ტაილერის ვოკალური იოგების შეუქცევადი დაზიანებაა. ტრავმის შემდეგ მომღერალმა გამოჯანმრთელება სცადა, მაგრამ დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად მოსალოდნელი იყო. ტაილერმა დააზიანა არა მხოლოდ ლიგატები, არამედ ხორხიც. "როგორც მოგეხსენებათ, სტივენის ხმა ისეთი ინსტრუმენტია, როგორიც სხვა არ არის. ის თვეების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა, რათა დაბრუნებოდა სიმღერას, როგორც ტრავმამდე. ჩვენ დავინახეთ, რამდენად რთული იყო მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავდა საუკეთესო სამედიცინო გუნდი. სამწუხაროდ, ახლა უკვე აშკარაა, რომ მისი ვოკალური იოგების სრული აღდგენა შეუძლებელია“, - აცხადებენ ჯგუფის წევრები სოციალურ ქსელში. Aerosmith-მა თქვა, რომ მათ მიიღეს "საწყენი", მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება, როგორც "ძმების გუნდმა". ჯგუფმა პირობა დადო, რომ თაყვანისმცემლებს თანხას დაუბრუნებენ გაუქმებული კონცერტების ბილეთებისთვის. როკერებმა ასევე მადლობა გადაუხადეს თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის და სთხოვეს, დაეკრათ Aerosmith-ის მუსიკა „ხმამაღლა, ახლა და ყოველთვის“ და არ შეწყვიტონ ოცნება. 59 1-ს მოსწონს
|