საზოგადოება „ეკლესიის აშენების ნაცვლად უმჯობესია ვერტმფრენი იყიდონ“ - რომან გოცირიძე 5 აგვისტო, 9:08
.
შოვში, ტრაგედიის ადგილზე აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში განუცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და ცინიზმს უწოდებს. . მაშინ, როცა ასეულობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უპატრონოდაა მიტოვებული და ინგრევა, კობახიძემ შოვში, სტიქიური უბედურების ადგილას ეკლესიას ავაშენებთო. . ცინიზმია და გარდაცვლილთა სულების დაცინვა. ბიუჯეტის ფულით ცოდვების გამოსყიდვა უნდათ. ეკლესიის აშენების ნაცვლად უმჯობესია ვერტმფრენი იყიდონ - წერს რომან გოცირიძე. . ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის გამოხმაურება მოჰყვა პრემიერის განცხადებას, რომელიც მან აჭარაში გააკეთა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შოვში ეკლესია აშენდება. პრემიერის ამ განცხადებას მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და აჟიოტაჟი გამოიწვია. 117 შეფასება არ არის
|