x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
"საფრანგეთის ოლიმპიადას არ ვუყურებ. პირველად ხდება."-ამირან სალუქვაძე

image

"საფრანგეთის ოლიმპიადას არ ვუყურებ. პირველად ხდება. ლაშა ბექაურის ბრძოლა ვნახე და მხოლოდ ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებულ სკანდალებს ვადევნებ თვალს.
გახსნის ცერემონიალის შემდეგ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა. როგორი ზნედაცემული ორგანიზატორებიც არიან, ისეთივე მსაჯობაა. არც უნდა ყოფილიყო სხვა მოლოდინი.
ყველაზე სამარცხვინო ფარიკაობის სკანდალია. ფეხბურთში ახლა შემოიღეს ვარის სისტემა. ფარიკაობაში დიდი ხანია არის. აბა იმოდენა ელსადენი წელზე დასაბმელად ან გასაშველებლად კი არ აქვთ?! მოხვედრისას ნათურა ინთება, ფიქსირდება. როგორ უნდა მოახერხონ, რომ ჩხვლეტა არ ჩაუთვალონ?!
სამარცხვინო ლაქაა ოლიმპიური კომიტეტისთვისაც და მასპინძელი ქვეყნისთვისაც. თუმცა მასპინძელს რაღა ლაქა დააჩნდება გახსნის ბაკქანალიის შემდეგ?!
თუშიშვილის ინციდენტი. მეტოქის აღვირახსნილობაზე თავი რომ ვერ შეიკავა და დაისაჯა, კი ბატონო, სამართლიანია. ყველაფერს ვერ გაატარებ და არ გაუტარა. მაგრამ ის ახვარი არასპორტული საქციელის გამო რატომ არ დასაჯეს და მასაც რატომ არ მისცეს დისკვალიფიკაცია?
ცალკე პრობლემაა გენდერების არევა. თურმე ტიპი თავს ქალად გრძნობს და ქალების ბოქსში მოისურვა გამოსვლა. მარაზმია.
ოლიმპიადა დაამსგავსეს ევროვიზიას.
დახურვის ცერემონიალის ნახვასაც არ ვგეგმავ. მორიგ აღვირახსნილობას მოგვიმზადებენ."-წერს სოციალურ ქსელში ბრიგადის გენერალი და სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე.
0
234
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0