x
მეტი
  • 15.10.2024
  • სტატია:137615
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511510
5 მიზეზი, რატომ იპარსავენ ფეხებს ველოსიპედისტები
image



ველოსიპედისტებზე ერთი საინტერესო ფაქტი არსებობს. თითქმის ყველა, როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი, ფეხებს იპარსავს. დიახ, დიახ, ზუსტად ასე. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.



სილამაზისთვის

image



ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც ველოსიპედისტები ფეხებს იპარსავენ, ესთეტიკური საფუძველი აქვს. თუ ყველა სტერეოტიპს გვერდზე გადადებთ, დამეთანხმებით, რომ გაპარსული ფეხები ველო შორტებთან ერთად გაცილებით ლამაზად გამოიყურება, ვიდრე თმიანი. სიგლუვის წყალობით უფრო ზუსტი და მონოლითური ჩანს, თმა, პირიქით, ანიჭებს დაუდევრობას და პრიმიტიულობას.



ტრადიციის დასაცავად


image



ველოსიპედისტებს შორის ფეხების გაპარსვის ჩვევა ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა. როცა ამას თანამედროვე სპორტსმენები აკეთებენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისდევენ ტრადიციებს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არსებობს. პროფესიონალები ამბობენ, რომ გაპარსული ფეხები ერთგვარი ნიშანია, რომ ველოსიპედისტი სპორტული ელიტის კასტას მიეკუთვნება. პირველი გაპარსვა ერთგვარი რიტუალიც არის.



სიჩქარისთვის

image



როგორ დაიწყო ეს ტრადიცია? ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გლუვ ფეხებს შეუძლია შეამციროს წინაღობა 0, 6%-ით. ეს იძლევა უპირატესობას სიჩქარეში: ზუსტად 5 წამს ყოველ საათში 37 კმ/სთ სიჩქარით მართვისას. რბოლების დროს რბოლის მონაწილეებისთვის ყოველი წამი მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ სიჩქარის გასაზრდელად: იღებენ სპეციალურ პოზებს ველოსიპედით სიარულისას, ამცირებენ ველოსიპედის წონას და იპარსავენ ფეხებს.



ჰიგიენისთვის

image



რბოლის დროს სპორტსმენები ხშირად ეცემიან, იღებენ სხვადასხვა ტრავმას, დაზიანებას. ამ შემთხვევაში უწევთ გაჩერება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა - ჭრილობის დეზინფექცია, პლასტირის დაკვრა, ბინტით შეხვევა და ა.შ. ამის გაკეთება „სუფთა“ კანზე უფრო მარტივია. ტყუილად ხომ არ პარსავენ პაციენტებს იმ ადგილებს, სადაც ოპერაციის ჩატარებას აპირებენ.



მოხერხებულობისთვის

image



კიდევ ერთი მიზეზია მოხერხებულობა, მათ შორის აღდგენის დროს. მძიმე რბოლის შემდეგ ველოსიპედისტებს ხშირად სჭირდებათ მასაჟის გაკეთება ან ფეხებზე სპეციალური მალამოების წასმა კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. ისევ, გლუვ კანზე ამის გაკეთება უფრო მარტივია, ვიდრე თმიანზე.



ასევე დაგაინტერესებთ:

8 ფაქტი პროფესიონალური სირბილის შესახებ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს ერთი ვარჯიშის შემდეგ: 6 შესანიშნავი ეფექტი

სპორტსმენების გაჭიმვები, როგორც ადამიანის სხეულის პოეზია

როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში?

11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო?



0
154
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
154