x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
რატომ გაჭიანურდა "კლეოპატრას" გადაღება და რა სიგიჟეები ხდებოდა გადაღების დროს
image

ვფიქრობ, ბევრს უნახავს 1963 წელს გამოსული ეპიკური ისტორიული დრამა "კლეოპატრა", თუმცა ცოტამ თუ იცის, რა სიგიჟეები მოხდა მისი გადაღების დროს.


დაიგეგმა, რომ ფილმის ბიუჯეტი 3 მილიონი დოლარი იქნებოდა (პერსონალისა და მსახიობების ხარჯების გამოკლებით). ფილმის წარმოებაში 1959 წელს უნდა ჩაშვებულიყო და 64 დღის გადაღებებისა და მონტაჟის შემდეგ, მომავალ წელს ეკრანებზე გამოსულიყო.


თავიდან ფილმის გადამღებმა ჯგუფმა დაიქირავეს მსახიობები და გადაიხადეს რომში ჩაფრენა, მაგრამ რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ რომში ოლიმპიადა მიმდინარეობდა და იქ ფილმის გადაღება შეუძლებელი იყო, მათთვის არვის სცხელოდა, ჯგუფი უბრალოდ არ მიიღეს.



ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა ლონდონში გადასვლა გადაწყვიტა. მთელი ჯგუფი ინგლისის დედაქალაქში გადავიდა და მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რაზეც იყო მათი ფილმი: ვერც ეგვიპტეს და ვერც რომს ლონდონის გარემოში ვერ გადაიღებდნენ.

image

ყველა მსახიობი და ტექნიკური მუშაკი კონტრაქტის მიხედვით ხელფასს მაინც იღებდა, მნიშვნელობა არა აქვს იქნებოდა თუ არა იმ დღეს გადაღება და ამას მიუმატეთ ყოველდღიური ხარჯები.


როდესაც გადაწყვიტეს, რომ ლონდონში მაინც შეიძლებოდა ისეთი სცენების გადაღება, რომელიც შენობაში ხდებოდა, ახალი უბედურება მოხდა. მთავარი როლის შემსრულებელი და ვარსკვლავი ელიზაბეტ ტეილორი ისე ცუდად გახდა, რომ კინაღამ გარდაიცვალა. ამ დროს კი ყველა ხელფასს იღებდა კიდევ ის 2 თვე, სანამ ლიზი მკურნალობდა.


ტეილორი როგორც იქნა დაბრუნდა და ახლა რომანი გააბა ოქტავიანე ავგუსტუსის როლის შემსრულებელთან რიჩარდ ბარტონთამ. თითქოს დიდი არაფერიო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ტეილორი გათხოვილი იყო, ჰყავდა ქმარი, მუსიკოსი ედი ფიშერი, რომელმაც რომანის შესახებ შეიტყო, გადაღებაზე მივიდა და ტეილორი და მისი საყვარელი ორივე კარგად მიბეგვა.

image

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ფილმი რომელიც წესით 1960 წელს უნდა დასრულებულიყო გაიწელა მისი გადაღება და მხოლოდ 1963 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

image


გადაღებები იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში მიმდინარეობდა, რომელსაც ოთხ წელზე მეტი დასჭირდა და დაახლოებით 44 მილიონი დოლარი დაჯდა (358 მილიონი $ დღევანდელი კურსით). ელიზაბეტ ტეილორმა მოითხოვა 1 მილიონ დოლარზე მეტი ჰონორარი და მიიღო სულ 7 მილიონ დოლარამდე.(დღევანდელი კურსით 60 მილიონი დოლარი)

image

გაჭიანურებულმა გადაღებებმა, რეჟისორების ცვლამ და პროდიუსერის მოხსნამ ბიუჯეტის 20th Century Fox მიიყვანა გაკოტრების ზღვარზე.


ასე, რომ „კლეოპატრა“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ფილმად და ყველაზე ცნობილ ფინანსურ მარცხად კინოს ისტორიაში.

image

1963 წელს კინოგაქირავებაში 38 მილიონი დოლარი შეაგროვა ფილმმა ინვესტიციის დაბრუნება მხოლოდ 1967 წელს შეძლო, როდესაც ტელევიზიებს მიჰყიდეს ფილმის ჩვენების უფლება.

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0