სიახლეები რუსებმა ახალი "მოსკვიჩი -8" წარადგინეს 2 აგვისტო, 17:30 Москвич-ის საავტომობილო ქარხანამ წარმოადგინა ახალი კროსოვერის მოდელი - "მოსკვიჩ-8."
მანქანა პირველად საჯაროდ გამოფინეს ფორუმ-ფესტივალზე „მომავლის ტერიტორია. მოსკოვი 2030"(Территория будущего. Москва 2030 )
ავტომობილის ღირებულების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. შვიდადგილიან კროსოვერს შთამბეჭდავი ზომები აქვს: სიგრძე 4, 824 მეტრი, სიგანე 1, 870 მეტრი და სიმაღლე 1, 756 მეტრი.
მანქანას აქვს რადიატორის მასიური ცხაური LED ოპტიკით და ფართო ინტერიერით. იგი აღჭურვილია 174 ცხ.ძალიანი GDI ბენზინის ძრავით შვიდ სიჩქარიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით. გარდა ამისა, კროსოვერს აქვს მრავალი თანამედროვე აღჭურვილობა, მათ შორის ციფრული დაფა, ტელეფონისთვის უკაბელო დამუხტვა, 360 გრადუსიანი ვიდეოკამერების სისტემა და მრავალი სხვა ტექნოლოგიური ფუნქციები.
ახალი ავტომობილის საბაზისო ნაწილები დაფუძნებულია ჩინური კომპანიის JAC-ის მოდელზე. ამ შემთხვევაში, ეს არის JAC X8 Plus კროსოვერი, მოდელი, რომლის დებიუტიც ორი წლის წინ შედგა.
„მოსკვიჩ 8“ გამიზნულია რუსეთის ბაზარზე ჩაანაცვლოს კორეული მწარმოებლების მსგავსი მოდელები, როგორიცაა Hyundai Santa Fe და Kia Sorento, რომლებიც აღარ მიეწოდება რუსეთს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი მოდელის პირდაპირი კონკურენტები ჩინური მანქანები Chery Tiggo 8 და Geely Okavango იქნებიან. 280 3-ს მოსწონს
|