x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აღარ აყურებინოთ ბავშვს მულტფილმი "მაშა და დათვი"! - ფსიქოლოგები გვირჩევენ
ყველა თანამედროვე ბავშვი უყურებს მულტფილმს "მაშა და დათვი". ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა ამავე სახელწოდების ზღაპარი, ამიტომ ახლა, სინანულის გარეშე, ამ მულტფილმის მომდევნო ეპიზოდს უპრობლემოდ ვურთავთ ჩვენის შვილებს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამაოდ...



image


ფსიქოლოგებმა ბავშვის ფსიქიკისთვის ყველაზე საშიში მულტფილმების რეიტინგი შეადგინეს. როგორ ფიქრობთ, რომელმა მულტფილმმა დაიკავა მასში პირველი ადგილი? რა თქმა უნდა, "მაშა და დათვი".


ნუ იჩქარებთ გაბრაზებულები კომენტარების დატოვებას, რომ მათ არაფერი ესმით, ალბათ თავადაც არ ჰყავთ შვილები. ჯერ გავიგოთ მთავარი გმირის პერსონაჟის საქციელის გავლენა ბავსების ფსიქიკაზე და ამის შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნები.



image


მულტფილმის მთავარი გმირი მაშა არის ძალიან ბრაზიანი, ეგოისტი და კაპრიზული გოგონა, რომელიც დათვთან „მეგობრობს“. მთელი მულტფილმის განმავლობაში ის ხდება მოვლენების წამქეზებელი, რომლებიც შემდეგში ანგრევს ტყის ცხოველების ცხოვრებას და არა მხოლოდ. ამასთან, მთავარი გმირი ყოველთვის დაუსჯელი რჩება, მიუხედავად მისი საშინელი ქცევებისა.


image


ბავშვებისთვის ეს ძალიან სახალისო აქტივობაა, მით უმეტეს, რომ მულტფილმს ახლავს სიმღერები, რომლებსაც ბავშვი მღერის და ხუმრობს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები ხშირად კოპირებენ საყვარელი პერსონაჟების ქცევას.


თუ თქვენი შვილი გამუდმებით კაპრიზულია, დაგცინით, სახეს მანჭავს თქვენს გამოსაჯავრებლად და არ პასუხობს თქვენს კითხვებს, უნდა დაფიქრდეთ, არის თუ არა ეს "მშვენიერი მულტფილმის - მაშა და დათვის“ გავლენა?



image


სხვათა შორის, ამ ანტირეიტინგში ასევე შედიოდა მულტფილმები "Monster High", "SpongeBob SquarePants" და "Tom and Jerry". ვფიქრობ, არც კი ღირს იმის ახსნა, თუ რა დამსახურებით მოხვდა ეს მულტფილმები ამ სიაში.


0
126
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0