ფსიქოლოგია როგორ გავიზარდოთ და გავიმაგროთ ფრჩხილები მარტივად? 11 ივლისი, 12:42 სილამაზე სუბიექტური კონცეფციაა, ესთეტიკური კატეგორია, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. სხვადასხვა დროს სილამაზის სხვადასხვა კანონები არსებობდა. შეიძლება არ იყო ლამაზი, მაგრამ იყო მოწესრიგებული, მოვლილი და მომხიბვლელი.
ქალურობა არის ხარისხი, რომელიც, თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამომუშავდება თქვენში. რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ მოძრაობა და ქცევები არ იგულისხმება, ის მოიცავს ჰიგიენას, ესთეტიკურობას და ჩაცმის სტილსაც. თავის მოვლა, ცოტა ქუსლი, შესაბამისი კაბები, კლასიკური საგნები - ეს ყველაფერი აუცილებლად დაგეხმარებათ შექმნათ თქვენგან "ქალური გამოსახულება". შეიძლება არ იყო მოდის ექსპერტი, არაფერი გესმოდეს მაკიაჟის შესახებ, თუმცა ყველას სილამაზე პირველ რიგში უნდა იყოს სისუფთავე. მოვლილი ქალის გამოსახულება, სწორედ ამ გარკვეული წვრილმანებისგან შედგება. გახსოვდეთ, ზოგიერთმა დეტალმა შეიძლება გააფუჭოს შთაბეჭდილების მოხდენის საკითხი, ამიტომ მსგავსი უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით. ხელები ყველაზე მეტად გასცემს ჩვენ სისუფთავეს. თუ გაზრდილია კუტიკულა და ფრჩხილებიც მოუწესრიგებელი, სხვა რომ წესრიგში გვქონდეს, ეს უკვე დიდი დარღვევაა. არ იფიქროთ, რომ ეს წვრილმანია და მას არავინ უყურებს. სინამდვილეში, ეს პატარა რამ ქმნის საერთო სურათს და დამერწმუნეთ, მას ყველაფრის გაფუჭება შეუძლია. დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ გავიმკვრივოთ და გავიზარდოთ ფრჩხილები ბუნებრვად და მარტივად. როგორ გავიზარდოთ და გავიმაგროთ ფრჩხილები მარტივად?საჭირო ინგრედიენტები: 1 ს.კ გვირილას გამხმარი ყვავილი. 1 ს.კ ოროვანდის ფესვი. 1 ს.კ კრაზანას ბალახი. 1 ს.კ მრავალძარღვას ფოთლები. 1 მლ მდუღარე წყალი. მომზადების და გამოყენების ტექნოლოგია: ყველა ინგრედიენტს დაასხით 1 მლ მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ ღრმა თასში და შეგიძლიათ უკვე მზა ნაყენი გამოიყენოთ პროცედურისთვის. მიღებულ მიქსტურაში ჩაყავით და გააჩერეთ თითები ნახევარი საათით. პროცედურის შემდეგ ხელებს ნუ დაიბანთ და შეგიძლიათ დამატენიანებელი წაისვათ პირდაპირ. პროცედურა ეფექტისთვის გაიმეორეთ კვირაში 4-ჯერ. (შეგიძლიათ ყოველდღეც, თუ არ გეზარებათ) შედეგს, ნამდვილად შეამჩნევთ. 25 4-ს მოსწონს
|