x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსოფლიოს ხალხთა პირველი საქორწინო ღამის სასტიკი და გამაოგნებელი ტრადიციები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


მსოფლიოს ყველა ერი განსაკუთრებული და თავისებურად უნიკალურია. თითოეულ მათგანს გააჩნია უჩვეულო ტრადიციები და წეს - ჩვეულებები, რომლებიც ჩვენთვის საკმაოდ უცხო და გაუგებარია, თუმცა განსაკუთრებულ ინტერეს მაინც სხვა ერების პირველი ღამის საქორწინო რიტუალები იწვევს. ზოგიერთი ადათ-წესი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ შეიძლება სიველურედაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ფაქტია რომ ეს მათ ნაკლებად საინტერესოს ნამდვილად არ ხდის და უნდა აღინიშნოს რომ ბევრი ტრადიცია და რიტუალი, რომლებიც უშუალოდ შთამომავლობის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული ამ ერებში დღემდე აქტუალურობას ინარჩუნებს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ერების პირველი საქორწინო ღამის თავისებურებებს, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოების დიდ ნაწილს კულტურულ შოკში აგდებს.




რუანდა: ბაჰუტუს ტომი


image


ოჯახური ბედნიერების გზაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ბაჰუტუს ტომში ახალდაქორწინებულები ვალდებულები არიან პირველ საქორწინო ღამემდე ერთმანეთი სცემონ. ამასთან, არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც მეუღლეები ერთმანეთისთვის აწესებენ: თუ ცოლი სახლში მეუღლისთვის რაიმე ნივთის სროლას გადაწყვეტს, ეს მან უსიტყვოდ უნდა აიტანოს, რის შემდეგაც ახალგაზრდა ქალი შესრულებული მოვალეობის განცდით მამის სახლში ბრუნდება და ასე გრძელდება მთელი კვირა, რაც საბოლოოდ, სიყვარულის აქტით გვირგვინდება. ამ ჩვეულების თანახმად, მეუღლეები ერთმანეთზე მთელ ნეგატიურ ემოციას აფრქვევენ და შემდეგ ცხოვრებას ბედნიერად აგრძელებენ.



ჩრდილოეთ აფრიკა: "რეპეტიტორების" მოწვევა


image


ბერბერები - ჩრდილოეთ აფრიკის მკვიდრი ხალხის საერთო სახელია, რომლებმაც ისლამი VII საუკუნეში მიიღეს, ისინი ეგვიპტის საზღვრების დასავლეთით ცხოვრობენ. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ეთნიკური ჯგუფის ტრადიციების თანახმად, ქორწილის დასრულებისთანავე ახალშეუღლებულებს განმარტოება არა მხოლოდ ეკრძალებათ, არამედ პირველი საქორწინო ღამის გატარება რამდენიმე წყვილის კომპანიაშიც უწევთ, რომლებიც მზად არიან მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ და სიყვარულის სიბრძნეებსაც აზიარონ, ასეთი ქორწინების პირველი ღამე როგორც წესი, 5 დღეს გრძელდება.



ფილიპინები: არავითარი ფიზიკური კონტაქტი


image


ფილიპინებში ახალდაქორწინებულები საქორწინო ღამის სიამოვნებას მოკლებულნი არიან: მათ, რა თქმა უნდა, დაძინების უფლებას აძლევენ, თუმცა მეტზე მათ ოცნებაც კი არ შეუძლიათ! სტუმრები და ნათესავები ყურადღებით ადევნებენ თვალს რომ ახალდაქორწინებულებმა არ იციღლუტონ, და ამის მიზეზიც არსებობს: ამ გზით ისინი ცდილობენ წყვილი ნასვამ მდგომარეობაში ბავშვის ჩასახვისგან დაიცვან.




მავრიტანია: ადგილი, სადაც სიგამხდრე სიმახინჯედ ითვლება


image


როგორც წესი, პატარძლების უმეტესობა ქორწილისთვის ზედმეტი კილოგრამების დაკლებაზე ოცნებობს, მაგრამ მავრიტანიაში ყველაფერი პირიქით ხდება, იქ სიგამხდრე სიმახინჯედ ითვლება, ამიტომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლების კვებაზე ზრუნვას უკვე 9 წლის ასაკიდან იწყებენ, რათა გოგონა საკუთარი ქორწილისთვის უკვე ფერხორციანი იყოს. გოგონას შეუძლია დღეში ორ კილოგრამამდე ფეტვის ფაფა მიირთვას და დაახლოებით ოც ლიტრამდე აქლემის რძეც დალიოს. პატარძლის სიგამხდრე ავადმყოფობასთან, ჩასახვის უნარის დაქვეითებასთან და მომავალი მეუღლის უპატივცემულობასთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ქორწილამდე გოგონა წონაში საგრძნობლად იმატებს, ის კვებას გაძლიერებულად იწყებს რათა ქორწილის ღამეს მეუღლის წინაშე მთელი თავისი "ბრწყინვალებით" წარსდგეს.



რუანდა და კენია: სიდედრი საწოლის ქვეშ


image


რუანდაში, კენიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სუაჰილზე საუბრობენ, ახალდაქორწინებულებს უყურადღებოდ ასევე არ ტოვებენ. იმისთვის, რომ წყვილები სქესობრივი კავშირის ყველა დეტალში საფუძვლიანად გაერკვნენ, მდიდრულად მორთული საქორწინო საწოლის ქვეშ როგორც წესი, პატარძლის უფროსი ნათესავი, დედა თავსდება, საიდანაც უშუალოდ პროცესაც აკონტროლებს და ახალშეუღლებულებს "კომპეტენტურ" რჩევებსაც აძლევს, მისი კიდევ ერთი ამოცანაა - დილით სტუმრებს პატარძლის ქალიშვილობის დამადასტურებელი საბუთი - სისხლიანი ზეწარი უჩვენოს.



უგანდა: პოტენციის ტესტი


image


ჩრდილო-დასავლეთ უგანდას ბანიანკოლეს ტომში პატარძლის დეიდა საქორწინო ხელშეკრულების დადებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ დისშვილის საქმროს პოტენციასთან დაკავშირებული არავითარი პრობლემა არ აქვს, ის საქორწინო ღამის დადგომამდე ერთ ღამეს გოგონას რჩეულთან ატარებს. დეიდა ქორწილის ღამესაც რაღა თქმა უნდა, წყვილის ოთახში რჩება.



"პირველი ღამის უფლება" შუა საუკუნეებში


image


შუა საუკუნეებში პატარძალთან პირველი ღამის გატარების უფლება იმ ფეოდალს ან მიწის მესაკუთრეს ეძლეოდა, რომელთა ტერიტორიაზეც ახალი ოჯახი იქმნებოდა. ეს ტრადიცია იმ გლეხებს ეხებოდათ, ვინც პირველად ქორწინდებოდა. ჩვეულების მიხედვით, პირველ საქორწინო ღამეს პატარძალთან საქმროს ნაცვლად ფეოდალი ატარებდა, იგივე უფლებით სარგებლობდნენ სამხრეთ ამერიკის ინდიელების მრავალ კულტურაში ჯადოქრები და წინამძღოლები. დღეს მართალია, ეს ჩვეულება სიველურედ გვეჩვენება, თუმცა სინამდვილეში უცნობია არსებობდა თუ არა ის სწორედ იმ ფორმით, როგორიც ის ჩვენ წარმოგვიდგენია.



კორეა: ქუსლებზე ჯოხით ან თევზით რტყმევა


image


საქორწინო ღამისთვის მზადების ყველაზე იდუმალი ჩვეულება კორეაში გვხვდება: როდესაც საქორწინო მოლხენა მთავრდება, პატარძალი საძინებელში მარტოვდება, საქმრო კი თავის ახლო მეგობრებთან ერთად რჩება, რომლებიც მას ფეხიდან წინდებს ხდიან, რათა ქუსლებზე თევზით.... ურტყან! პროცესში ისინი მას რთულ კითხვებს უსვამენ, არასწორი პასუხების შემთხვევაში კი სიძეს ქუსლებზე კიდევ უფრო ძლიერად ურტყამენ. ითვლება, რომ ამ გზით მეგობრები მას ეხმარებიან ქორწილის ღამეს რაიმე "შეცდომა" არ დაუშვას, რადგან ითვლება რომ ქუსლებზე თევზით რტყმევა მამაკაცებზე "ვიაგრაზე" უკეთ მოქმედებს.


პოლინეზია: ერთი პატარძალი ყველასთვის


image


პოლინეზიაში საკმაოდ ველური ჩვეულება არსებობს. საქორწინო ღამე პატარძალთან "ახალგამომცხვარი" მეუღლის ყველა მეგობარმა უნდა გაატაროს. ეს ტრადიცია უკავშირდება მითს, რომლის მიხედვითაც, ქორწილის ღამეს დაღვრილი ქალის სისხლი დემონებითაა გაჯერებული. ახალგაზრდა ცოლის ბოროტი სულებისგან გასათავისუფლებლად კი მასთან ღამე ქორწილში მყოფმა ყველა მამაკაცმა უნდა გაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალდაქორწინებული სიბინძურისგან ვერ განიწმინდება. ქმარს უფლება აქვს კანონიერ მეუღლესთან სქესობრივი კავშირი ყველაზე ბოლომ დაამყაროს. ამ დროს ტომის ყველა ქალმა სიმღერები ხმამაღლა უნდა შეასრულოს და რიტუალის ჩატარების ადგილის გარშემო იცეკვოს.







0
413
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
413