x
მეტი
  • 06.09.2024
  • სტატია:136891
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511101
"ჩემზე რომ ვინმე იტყვის, ხომაა ყველაფროს ღირსი?"- მეტრეველი წულუკიანზე
image

ჟურნალისტი მერაბ მეტერეველი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მისთვის სიტყვიერი შეურაცხოფის მიყენების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მის უწყინარ სტატუსზე წულუკიანის ასეთ რეაქციას მისდამი გადაჭარბებული გრძნობების მოზღვავებით ხსნის:

"ამ ქალს ნამეტნავად ვუყვარვარ. ????


ჩემზე რომ ვინმე იტყვის, ქარღველი სპორტსმენის წარუმატრბლობა გაუხარდაო, ხომაა ყველაფროს ღირსი? ????


მაგრამ მისგან განსხვავებით ზრდილობა ჯერ კიდევ შემრჩენია.


ქალმა გელათის მონასტერი ლამის თავზე ჩამოგვაქცია, მერე პასუხისმგეებლობას რომ გაექცეოდა, საპატრიარქოს გადააბარა, რომლის ხელშიც ასევე დიდი პრობლემები აქვს ძეგლს, რაზაც ხმასაც არ იღებს, მაგრამ ჩემზე ტყუილების გასავრცელებლად იცლის. ????

თან მგონი დავუბლოკივარ, მის გვერდზე ვეღარ შევდივარ."- წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტი ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გამოთიშვასთან დაკავშირებით პირად გვერდზე გააზიარა და მას ჟურნალისტად მომუშავე ბოროტი ჩერჩერტი უწოდა:


"შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გათიშვას გავარდნა ტერმინით რომ აღნიშნავს ადამიანი და თავს გაიშიფრავ, რომ გაგიხარდა, ბოროტი ჩერჩეტი ხარ – ჟურნალისტად მომუშავე. გინდა მოწყენილი სახე დაახატე პოსტს და გინდა არა. შავდათუაშვილის შრომის ერთი მეასედი რომ არ გაგიკეთებია ვითომ ჟურნალისტს ცხოვრებაში და აგდებით საუბრობ, იმან ოცნებაზე რაღა უნდა თქვა ჭკვიანური. ვაი და, ჩვენი ყურება მოუწიოს ნოემბრიდან, მერე რა ეშველება ამ გუშინძალითგამომცხვარ ვითომ ევროპიელს?! ჯაან დაწინაურებულია ცხოვრებაში – მხარეა თუ ყოფილი ჟურნალისტი, ჯერ ამის გარკვევითაა დაკავებული."- დაწერა წულუკიანმა.


ცნობისთვის, მერაბ მეტრეველი ლაშა შავდათუაშვილის ოლიმპიადიდან გამოთიშვას ამ სტატუსით გამოეხმაურა, რამაც კულტურის მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია.


image






0
121
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
121