საზოგადოება აღმოჩენა: დელფინი მარჯნის დახმარებით თვითმკურნალობას ეწევა 30 ივლისი, 18:29 დელფინები არ წყვეტენ მეცნიერების გაოცებას თავიანთი შესაძლებლობებით. ახლახან გავიგეთ, რომ ამ ზღვის ძუძუმწოვრებს შეუძლიათ ერთმანეთის ამოცნობა გემოთი. აი, კიდევ ერთი გასაოცარი აღმოჩენა - აფალინებში აღმოაჩინეს ცოდნა მედიცინაში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სახეობის დელფინებს შეუძლიათ კანის დაავადებებისგან განკურნება ზღვის პროდუქტების გამოყენებით.
ცხოველთა სამყაროში თვითმკურნალობა იშვიათი არაა. ცნობილია, რომ ძაღლები ჭამენ ბალახს კუჭის პრობლემების დროს. შიმპანზეებს და ორანგუტანებს ასევე აქვთ გარკვეული ცოდნა სამკურნალო მცენარეების შესახებ. ბოლო დრომდე არავინ იცოდა დელფინების ასეთი შესაძლებლობების შესახებ. ჯერ კიდევ 13 წლის წინ ციურიხის უნივერსიტეტის ოკეანოლოგმა ანჯელა ზილტენერმა შენიშნა, რომ ინდური აფალინები ეხახუნებიან წითელი ზღვის მარჯნის რიფებს. მეცნიერმა შენიშნა, რომ ცხოველი გულდასმით ირჩევს მარჯნებს და, როგორც ჩანს, ზუსტად იცის, რას ეძებს. ზოგიერთ ადგილებში აფალინები რიგში დგებიან, რომ პოლიპების კოლონიას გაეხახუნონ. ამ ფენომენით დაინტერესდა ზილტენერი, მაგრამ ამოხსნას დიდი დრო დასჭირდა. წლების შემდეგ პასუხი მაინც მიიღო. მეცნიერმა გაიგო, რომ დელფინები ეხახუნებიან მარჯნებს, რათა დააზიანოს და მისგან ლორწო მიიღოს. სწორედ დაზიანებული პოლიპების გამონადენი აინტერესებს დელფინებს. ლორწოს ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ გორგონარია, სარკოფიტონი და ღრუბელი ირცინია გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც შეიცავს 17 ბიოაქტიურ ნაერთს. აქვს ანტიბაქტერიული და ანტიოქსიდანტური თვისებები და დელფინებმა ამის შესახებ იციან. აფალინები ეხახუნებიან მარჯნებს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ლორწო მოხვდეს კანზე. ლორწო ეხმარება დელფინებს კანის დაავადებებისგან თავის დაღწევაში, ჭრილობების შეხორცებაში და უბრალოდ კანის გაჯანსაღებაში. მარჯნის სეკრეციის აქტიური მეტაბოლიტები ურთიერთქმედებენ დელფინის კანის უჯრედებთან. ეს არის შესანიშნავი პროფილაქტიკა მიკრობული კანის ინფექციების უმეტესობის წინააღმდეგ, რომელთა მიმართ ეს ცხოველები დაუცველია. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დელფინებისთვის მარჯნებზე ხახუნი იგივეა, რაც ადამიანისთვის შხაპის მიღება ან კბილების გამოხეხვა. ამ პროცედურას რეგულარულად ასრულებენ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე. ასევე დაგაინტერესებთ: რატომ არ არის შავ ზღვაში ადამიანისთვის საშიში ზვიგენები? იცით, რატომ ვერ ასწრებენ სუპერ თანამედროვე რობოტები ავაზებს? სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს არამიწიერი სილამაზე: მედუზას დღისთვის ამ წყალქვეშა ცხოველის საუკეთესო ფოტოები შეაგროვეს რა დაემართება დედამიწას, თუ მასზე მთელი ყინული გადნება? 48 2-ს მოსწონს |