კინო სტრი#ტიზის 7 ყველაზე "ცხელი" სცენა მსოფლიო კინოს ისტორიიდან 30 ივლისი, 14:37
პიკანტურ სცენებში მსახიობებს როგორც წესი, დუბლიორები ცვლიან, თუმცა ფილმები, რომლებზეც დღეს ვისაუბრებთ, გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან ცნობილმა მსახიობებმა ინტიმურ სცენებში საკუთარი შემცვლელების მონაწილეობაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და რეჟისორების ყველაზე თამამ მითითებსაც კი თავი საკუთარი ძალებით გაართვეს. ის, რომ სელებრითები მაყურებლის წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებითა და ღირსებებით წარსდგნენ ვფიქრობ ნამდვილად აპლოდისმენეტების ღირსია.
ბარბარა ბრილსკა, ფილმი "ფარაონი", 1965 წელი
სანამ მშვენიერი ბარბარა ბრილსკა ელდარ რიაზანოვის ყველასთვის საყვარელ კომედიაში - "ბედის ირონია - ანუ გაამოთ" გამოჩნდებოდა, მანამდე მაყურებელს თავი რეჟისორ ეჟი კავალეროვიჩის ისტორიულ დრამაში "ფარაონი" შესრულებული კამას როლით დაამახსოვრა.
დემი მური, ფილმი "სტრიპტიზი", 1996 წელი
ერინ გრანტის როლისთვის დემი მური დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა: როგორც ცნობილია, მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში სტრიპ - პლასტიკის გაკვეთილებს აქტიურად ესწრებოდა, რასაც უშედეგოდ ნამდვილად არ ჩაუვლია!
ნატალი პორტმანი, ფილმი "სიახლოვე", 2004 წელი
ფილმმა "სიახლოვემ" ახალგაზრდა ნატალი პორტმანს არა მხოლოდ სექს - სიმბოლოს ტიტული, არამედ "ოსკარის" პირველი ნომინაციაც მოუტანა.
სალმა ჰაიეკი, ფილმი "მზის ჩასვლიდან განთიადამდე", 1995 წელი
აბა, ვის არ ახსოვს რობერტ როდრიგესის ეს საკულტო ფილმი? გამოტყდით, რამდენჯერ გინახავთ ის მხოლოდ სალმას შთამბეჭდავი ცეკვის გამო? თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ცეკვა მსახიობის სრული იმპროვიზაცია იყო: ის უბრალოდ ისე მოძრაობდა, როგორც თავად გრძნობდა!
ელიზაბეტ ბერკლი, ფილმი "შოუს გოგონები", 1995 წელი
ნომი მელოუნის როლზე შარლიზ ტერონიც კი მოიაზრებოდა, თუმცა პროდიუსერები უპირატესობას მაინც დრიუ ბერიმორს ანიჭებდნენ. საბოლოო ჯამში კი, სრულიად მოულოდნელად როლი ახალბედა მოდელს, ელიზაბეტ ბერკლის ერგო. ფილმი ეკრანებზე გამოსვლისთანავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, თუმცა ფაქტია, რომ ამერიკელმა მსახიობმა დაკისრებულ როლს თავი მართლაც ბრწყინვალედ გაართვა!
ჯეიმი ლი კერტისი, ფილმი "მართალი ტყუილები", 1994 წელი
მათთვის, ვინც არ იცის: უკანა პლანზე მამაკაცი - არნოლდ შვარცნეგერია.
ჯენიფერ ენისტონი, ფილმი "ჩვენ მილერები ვართ", 2013 წელი
ფილმის მთავარ ღირსებად, რაღა თქმა უნდა, ჯენიფერ ენისტონის მართლაც საუცხოო ცეკვა ითვლება. ასე, რომ თუ თქვენ ის ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ რომ აუცილებლად ნახოთ.
|