სხვა შეშლილი იმპერატრიცების მანკიერი მხარეები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ 30 ივლისი, 12:29 საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაში მყოფი ქალების პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით თუ რა სისუსტეები უშლიდნენ ხელს ან პირიქით, ეხმარებოდნენ რუსეთის იმპერატრიცებს ქვეყნის მართვაში.ეკატერინე Iპეტრე I-ს ტრაბახი უყვარდა რომ მის მეუღლეს ნებისმიერ კარგ მსმელ კაცზე უფრო მეტის დალევა შეეძლო. ის ხშირად აწყობდა ნადიმებს, რომელიც მხოლოდ მაშინ სრულდებოდა, როცა ბოლო სტუმარი სუფრის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ეს რუსეთის პირველ იმპერატორს მეტისმეტად სახალისოდ მიაჩნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმპერატრიცა მისი საყვარელი მეუღლე ეკატერინა ალექსეევნა გახდა, ქალწულობის გვარით მარტა სკავრონსკაია. მას უზარმაზარი იმპერიის მართვა არ შეეძლო, ამიტომ ყველაფერში თავის მეგობარსა და მრჩეველს ალექსანდრე მენშიკოვს ეყრდნობოდა, იმპერატრიცა არც საკუთარი თავის სიამოვნებაზე ამბობდა უარს, ალკოჰოლური სასმელების ზედმეტმა სიყვარულმა კი საბოლოოდ, მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.ანა იოანეს ასულიპეტრე I-ის ძმისშვილი კურლანდის გაღატაკებულ საჰერცოგოში იმდენ ხანს ცხოვრობდა, რომ რუსეთის იმპერატრიცად გახდომის შემდეგ შეუზღუდავი ძალაუფლებისგან თავი მთლიანად დაკარგა. მან თავისთან მყისიერად დაიბარა საყვარელი ბირონი და საზოგადოებრივი საქმეების მართვა პრაქტიკულად შეწყვიტა. მის საყვარელ გართობას ბანქოს თამაში, ყვავებზე ნადირობა და ჭორების შეგროვება წარმოადგენდა, ამიტომ სპეციალურად დაქირავებული ქალების მთელი ბრბო ეზო - ეზო დაძრწოდა, რომლებიც ყველას უსმენდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, რათა მოგვიანებით ყველაფერი იმპერატრიცასთვის დეტალებში მოეთხროთ. ანა იოანეს ასულს ქუსლების ფხანვასთნ ერთად ასევე ზღაპრებისა და სახალისო ისტორიების მოსმენაც უყვარდა, და ეს კიდევ არაფერი, რომ არა ის საშინელი სისასტიკე, რასაც ის გარშემომყოფების მიმართ იჩენდა.ანა იოანეს ასულის ბოროტი ხუმრობის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი, პრინცი გოლიცინია, რომელიც ჯერ კლოუნად აქციეს, შემდეგ კი ჯუჯაზე დაქორწინება და ყინულის სახლში ღამის გათევა აიძულეს.ელისაბედ პეტრეს ასულიპეტრე დიდის ქალიშვილს გააჩნდა საოცარი უნარი შეეთავსებინა სახელმწიფოს მართვა გართობის სიყვარულთან. მეჯლისების, მასკარადებისა და სხვა გართობების მოყვარულს ძალაუფლება ხელში მყარად ეჭირა. მოდის დიდი მოყვარული ამ სფეროში მეტოქეებს ვერ იტანდა. არ შეიძლებოდა იმპერატრიცაზე უფრო ძვირიანი და მდიდრული კაბებისა და სამკაულების ტარება, ასევე იკრძალებოდა მისი მსგავსი ვარცხნილობის გაკეთებაც. მას შეეძლო ზედმეტად თავხედი ფრეილინასთვის ყურებიდან საყურეების ჩამოგლეჯა ან მისთვის სახეში სილის გაწვნაც კი. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ელისაბედი საზოგადოებისთვის საეჭვო პიროვნებად ითვლებოდა. მისი მმართველობის პირველ და ყველაზე სერიოზულ ცოდვად კი ჩვილი ივანე VI-ის დაპატიმრება იქცა.ეკატერინე II დიდიმოწესრიგებულ და მომთმენ ეკატერინეს თავისი სურვილების მართვა ისე შეძლო როგორც სხვას არავის. მან საკუთარი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების შესახებ ბრწყინვალედ იცოდა, თუმცა საკუთარ სურვილებს ის ყოველთვის აკონტროლებდა. საკვებსა და სასმელში ზომიერი და ყოველდღიურ ცხოვრებაში მოკრძალებული იმპერატრიცა ფორმაში ყოფნას ყოველთვის ცდილობდა. ადრე დგებოდა და ბევრს მუშაობდა.იმპერატრიცას სისუსტეს მხოლოდ ლამაზი, ახალგაზრდა მამაკაცები წარმოადგენდნენ, რომელთა ფასსაც ის ყოველთვის მშვენივრად ხვდებოდა, ეკატერინე II ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობებს მხოლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ იყენებდა.535 შეფასება არ არის |