საზოგადოებრივი უჩინარი დარტყმა, მნიშვნელოვანი ზარალით, რომელიც სპარსეთმა ეგვიპტეს მიაყენა დღეს, 8:41 ძვ. წ. აღრ. 530 წ. კიროს II დიდის ძე კამბისე II (კამბუჯია) სპარსეთის იმპერიის მეფე გახდა და ეგვიპტეზე თავდასხმისთვის მზადება დაიწყო. მის არმიაში სპარსელების გარდა, დაპყრობილი ქვეყნების მეომრების კონტინგენტიც იყო. გარდა ამისა, სპარსეთის განკარგულებაში, ფინიკიის და კვიპროსის ძლიერი ფლოტიც იყო. მათი ჯარის კონცენტრირება პალესტინაში მოხდა. ხოლო, სინას უდაბნოს მომთაბარეები კამბისეს მოკავშირეები გახდნენ და მის ჯარს, ეგვიპტის სასაზღვრო ქ. პელუსიუმამდე მისასვლელად, უწყლო ტერიტორიის გავლაში დაეხმარნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის, ყველაზე დიდი ბრძოლა ძვ. წ. აღრ. 525 წ. გაიმართა. ორივემ დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ გამარჯვება სპარსელებს ერგოთ. ეგვიპტური არმიის ნარჩენები და დაქირავებული ჯარისკაცები, ქვეყნის დედაქალაქში – მემფისში გაიქცნენ, რომელიც, სულ მალე, მტერმა აიღო და საშინელი ხოცვა–ჟლეტა მოაწყო: 2000 მცხოვრები და ფსამეტიქ III ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ, თავად ფარაონი დაინდეს.
მაგრამ, იყო ერთი რამ, რითაც კამბისე II ქვეყანა დააზარალა და რაც უბრალო ხალხისთვის შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ ქვეყნისთვის, ეს ნამდვილად დიდი დარტყმა იყო: ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ, მისი ბრძანებით, ყველა ცნობილი მეცნიერი, მწერალი და მხატვარი შეკრიბეს და სპარსეთში გადაასახლეს, რომ იმპერიისთვის მსახური იქ გაეგრძელებინათ... ქვეყანაში კი, მხოლოდ საშუალო დონის საზოგადო მოღვაწეები დარჩნენ, რაც 2014 წ. აღმოჩენილი სამარხის მიხედვითაც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სარკოფაგში იყო, მეცნიერებმა ის, სპარსული ოკუპაციის წლებით დაათარიღეს.
ამგვარი ქმედებით, კამბისე II «ერთი გასროლით – ორი კურდღელი მოკლა» — საკუთარ იმპერიას ინტელექტუალური პოტენციალი შესძინა, ხოლო ეგვიპტე პოტენციური ლიდერების გარეშე დატოვა, რითაც რეგიონში, სპარსელების მმართველობამ, თითქმის, 200 წელს გაგრძელდა, იქამდე, ვიდრე ქვეყნის ჩრდილოეთით არ გამოჩნდა ძალა, რომელიც სპარსეთს ემუქრებოდა... ალექსანდრე მაკედონელმა, უდიდესმა მხედართმთავარმა და სახელმწიფო მოღვაწემ, ძვ. წ. აღრ. 334 წელს, ბერძნულ-მაკედონიური ძალებით, ჰელესპონტი (დარდანელის სრუტე) გადალახა და მცირე აზიაში, სირიაში, ფინიკიაში, და პალესტინაში, სპარსელების დამარცხების შემდეგ, 332 წლის შემოდგომაზე ეგვიპტეში ჩავიდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* პირამიდების მშენებლობის თარიღის საიდუმლო გახსნილია...* უძველესი რასა და ცივილიზაცია დედამიწაზე* პოზიტიური ფოტოების ნაკრები, კარგ განწყობისთვის (20 ფოტო)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ127 შეფასება არ არის
|