სხვა არის თუ არა ოლიმპიური მედალი ნაღდი ოქრო და რა არის მისი ღირებულება? 29 ივლისი, 15:11
ალბათ არაერთხელ მოგიკრავს თვალი, როგორც სინჯავენ ოლიმპიურ ჩემპიონები კბილებით მოპოვებული ოქროს მედალს. ეს არის სიმბოლური ტრადიცია, რომელიც სათავეს შორეული წლებიდან იღებს; ძველად ვაჭრები მონეტებს კბილებით სინჯავდნენ — ასე ადგენდნენ, იყო თუ არა ის ნამდვილად ოქროსგან დამზადებული, მონეტაში რაც უფრო მეტი ოქროა შერეული, მით უფრო რბილია
თუმცაღა ოლიმპიურ მედალს კბილი არ გაესინჯება; საქმე იმაშია, რომ ოლიმპიურ ოქროს მედლებში მხოლოდ მცირე რაოდენობის ოქროა შერეული, ცნობისათვის, მთლიანად ოქროსგან დამზადებული მედალი ბოლოს 1904 წლის ოლიმპიადაზე გაიცა . აბა წარმოიდგინეთ ყოველ თამაშებზე ასეულობით მედალი რიგდება, ის რომ სუფთა ოქროსგან იყოს ოლიმპიური კომიტეტისთვის გაკოტრება, ამიტომ უმეტესად ვერცხლით დამზადებული მედლები 6 გრამი ოქროთია დაფარული. 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ჯამში 329 ოქროს მედალი დამზადდა, თითოეულის ღირებულება კი $950-ს უტოლდება. ოქროს მედლები უმეტესად ვერცხლისაა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მედალი სრულად სუფთა ოქროსგან იქნებოდა ჩამოსხმული, მისი ღირებულება 41 ათას დოლარს მიაღწევდა. ოლიმპიური მედლის დიამეტრი 85 მილიმეტრია, სისქე – 9.2 მილიმეტრი. ოლიმპიური ოქროს მედალი 529 გრამს იწონის, მედლის 95.4%-ზე მეტი კი ფაქტობრივად ვერცხლისგანაა (505 გრამი) დამზადებული. ექვსი გრამი მედალში სუფთა ოქროა, ხოლო დარჩენილი 18 გრამი რკინაა. ვერცხლის მედალი 525 გრამს იწონის, საიდანაც 507 გრამი ვერცხლი და 18 გრამი რკინაა. 24 ივლისის მდგომარეობით, ოლიმპიური ვერცხლის მედლის ღირებულება $486-ია. რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, ის 455 გრამს იწონის – 415.15 გრამი სპილენძი, 21.85 გრამი თუთია და 18 გრამი რკინა – და მისი ღირებულება ძალიან დაბალი, მხოლოდ $13-ია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მეტალი, რომელიც ოლიმპიური მედლების დასამზადებლად გამოიყენება, ჩვეულებრივი რკინა არაა – ეიფელის კოშკის ლითონის ნაჭრისგანაა დამზადებული. 376 3-ს მოსწონს
|