x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
რას ამბობს შენი ფეხის ფორმა შენს ხასიათზე?
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.




ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.



image



მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.





დააკვირდით თქვენს ფეხებს: რომელი თითი უფრო გრძელია? მათი ხაზი სწორია თუ დახრილი? სხვათა შორის, ეს ბევრს ამბობს თქვენს ხასიათზე!



მთელ მსოფლიოში არსებობს ფეხის მხოლოდ 3 ტიპი: "ეგვიპტური", "ბერძნული" და "რომაული".


"ეგვიპტელებს" აქვთ ყველაზე გრძელი ცერა თითი, დანარჩენი კი განლაგებულია "დაღმავალი" თანმიმდევრობით. დიაგონალური ხაზი იხაზება ცერსა და პატარა თითს შორის.

"ბერძნებს" მეორე თითი შესამჩნევად გრძელი აქვთ, ვიდრე პირველი.

"რომაელებს" აქვთ პირველი სამი თითი დაახლოებით იგივე სიგრძის, ხოლო უსახელო და პატარა თითი უფრო მოკლე.




რას ამბობს შენი ფეხის ფორმა შენს ხასიათზე?




1. ეგვიპტური. image

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ფეხის ფორმად ითვლება ეგვიპტური: სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 50-70%-ს ასეთი ფეხები აქვს. ითვლება, რომ ამ ტიპის ფეხის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მიზნის მიმართ სწრაფვა, ცხოვრებისადმი პრაგმატული მიდგომა და ოჯახური ორიენტაცია ამ სიტყვის ფართო გაგებით (ცხოვრება, როგორც "კლანი", ტრადიციები, გადაცემული ღირებულებები- თაობიდან თაობას).

"ეგვიპტური" ფეხის მფლობელები არიან შრომისმოყვარეები, თავდაჯერებულები, აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ორთოპედებსაც კი მიაჩნიათ, რომ ეს არის ფეხის ერთადერთი ჯანსაღი სტრუქტურა ანატომიური თვალსაზრისით.





2. რომაული.image

მეორე ყველაზე გავრცელებული ფეხი არის "რომაული" ფეხი, ეს ტიპი გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 30% -ში. "რომაელები" ამბიციურები არიან, მზად არიან ყველაფრისთვის. არიან ძალიან აქტიურები და ვერ იტანენ რუტინას. ისინი არასოდეს სხედან მშვიდად, „წარმოქმნიან“ იდეებს, ანათებენ მხოლოდ ახალი შესაძლებლობების ფიქრით და ყოველთვის ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მომავლის მიმართ. ამავდროულად, ისინი ძალიან ჯიუტები არიან: თუ "რომაელმა" მიიღო გადაწყვეტილება, ის ბოლომდე წავა ამ მიზნისკენ, მოთმინებით გადალახავს სირთულეებს, გაუმკლავდება დროებით წარუმატებლობებს და წაახალისებს გარშემომყოფებს.





3. ბერძნული. image

ყველაზე იშვიათი და, მსოფლიოს მხატვრებისა და მოქანდაკეების აზრით, ყველაზე ლამაზი ფეხი "ბერძნულია". ეს ტიპი იყო ბოლო სისტემატიზებული, რადგან პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 20%-მა შეინარჩუნა გენეტიკური კოდი, რომელიც პასუხისმგებელია ფეხის ასეთ სტრუქტურაზე. ხელოვნებათმცოდნეებმა ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ყველა ბერძნულ ქანდაკებაზე, გამონაკლისის გარეშე, ფეხები ზუსტად ასეა გამოსახული: გრძელი მეორე თითი.


კვლევის ჩატარების შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქანდაკებებისთვის მხოლოდ არისტოკრატული თვისებების მქონე ადამიანებს იღებდნენ ნიმუშად, რომელთაგან ერთ-ერთი იყო "ბერძნული" ფეხი. „ბერძნებს“ ახასიათებთ ლტოლვა ინტელექტუალური საქმისადმი, აქვთ სილამაზის მიმართ განვითარებული გრძნობა, ხელოვნებისა და სიყვარულის ჭვრეტის უნარი. ეს მეოცნებე, ფილოსოფოსი, საოცარი ინტუიციისა და წარმოსახვის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, წარმატებულები არიან შემოქმედებით პროფესიებში.




0
18
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0