x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტალინის კეთილი საქმეები და ფაქტები, რომლებიც გაგაკვირვებთ

სტალინის სახელის ხსენება, არაერთგვარ ემოციებს იწვევს. ზოგისთვის ის — «ერის მამა» იყო, სხვებისთვის — მკაცრი დიქტატორი... მაგრამ, თუ მას სხვა რაკურსით შევხედავთ... მისი ზოგიერთი თვისება და ქმედება, ნამდვილად რომ, ბევრს გააკვირვებს.


image


წიგნის ნამდვილი მოყვარული

სტალინის სახლში წიგნები ყველგან ეწყო. ღამეში ბელადი 300–500 გვერდამდე ტექსტს კითხულობდა, მნიშვნელოვან ადგილებს ხაზავდა, ხოლო თუ რამე მოეწონებოდა, სანიშნებს აწყობდა.

ცხოვრების მანძილზე, რამდენი წიგნი წაიკითხა მან, — უცნობია. საკუთარი ბიბლიოთეკისთვის ის მხოლოდ იმ წიგნებს არჩევდა, რომელიც მოსწონდა. ხოლო, გარდაცვალების შემდეგ, მის ბიბლიოთეკაში 20 ათასზე მეტი წიგნი იყო. მარქსიზმ-ლენინიზმის დამფუძნებელთა შრომების გარდა, იქ ინახებოდა წიგნები ბოლშევიკური პარტიის ისტორიის შესახებ. ბევრი წიგნი იყო ფილოსოფიის სფეროდან — სპინოზიდან დაწყებული — ჰეგელით დამთავრებული. იყო სამხედრო საქმის, სოციოლოგიის, პოლიტეკონომიის, ფსიქოლოგიის და გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიული წიგნები და მემუარები. სტალინს ლიტერატურაც უყვარდა და განსაკუთრებით მაინ რიდის, ჟიულ ვერნის და ფენიმორ კუპერის შემოქმედებას აფასებდა.


წერილი სიყვარულზე
წარმოიდგინეთ სურათი: ზის სტალინი კაბინეტში, მიღებულ ფოსტას და საბუთებს ახარისხებს და უეცრად, მისი ყურადღება, ვინმე რახილ დიზიკის წერილმა მიიქცია. გახსნა ბარათი და... მასში წერილის ავტორის ფოტო და ბელადისადმი სიყვარულის ახსნა იყო! აღმოჩნდე, რომ ახალგაზრდა მასწავლებელს, მოსკოვის გარეუბნიდან, «ერის მამა» შეუყვარდა. «მესიზმრებით, ამხანაგო სტალინო, მეტი აღარ შემიძლია, მოდით შევხვდეთ... და თუ არ გამოვა, სურათი მაინც დაიტოვეთ სამახსოვროდ» წერდა სახელმწიფოს მეთაურს ახალგაზრდა ქალი.

მაღალი თანამდებობის ნებისმიერი პირი, ასეთ წერილს დაჭმუჭნიდა და ურნაში ჩააგდებდა... სტალინმა კი, უპასუხა: «უცნობო ამხანაგო! არ მინდა გაწყენინოთ, მაგრამ პაემნებისთვის დრო არ მაქვს. ყოველივე კარგს გისურვებთ!» და სურათიც უკან დაუბრუნა.


განათლება — ჩვენი ყველაფერია

ბელადს არ უყვარდა სტილისტური, ორთოგრაფიული ან პუნქტუაციური შეცდომები. თუ ასეთი შეცდომა წიგნში იყო, ის ფანქრით იქვე ასწორებდა. ის ხან, ირგვლივმყოფებს, გრამატიკაში ტესტებს უტარებდა. მას შეეძლო, ნებისმიერისთვის ფურცელი გაეწოდებინა და ტექსტის დაწერა ეთხოვა, რომელსაც თავადვე კარნახობდა და შემდეგ, ასწორებდა კიდეც. თვლიდა, რომ ადამიანი მისი განათლების შესაბამისად აზროვნებდა. ხოლო, თუ ის გაუნათლებელი იყო, — მისი აზრებიც ქაოსური და ფრაგმენტული იქნებოდა.

ბელადი თვლიდა, რომ მუშები და გლეხები, კაპიტალისტების ჯინაზე, კარგად განათლებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ.


«შვილი დამნაშავე არ არის!»
სერგეი მიროტვორცევი ალექსანდრე III უკანონო შვილი იყო. მას გაუმართლა და რევოლუციას გადაურჩა. მაგრამ, 30–იან წლებში, მისი პიროვნებით, სახალხო კომისრები სერიოზულად დაინტერესდნენ. თითქოს მორჩა, მეფის შთამომავლის ვეღარაფერი უშველიდა...

მაგრამ, მოულოდნელად, ფაქტთან დაკავშირებით, სტალინმა გამოთქვა მოსაზრება: «შვილი დამნაშავე არ არის, რომ ასეთი მამა ჰყავდა»–ო და მიროტვორცევს ყველამ თავი დაანება.


შინაური ცხოველები
სტალინს ძალიან უყვარდა ცხოველები. ამბობდნენ, რომ მას სახლში არაერთი კატა ჰყავდა, რომლებსაც ვასკებს და მურკებს ეძახდა. ხოლო, მის საყვარელ ლელიანის კატას კობა ერქვა. მაგრამ, ეს, სავარაუდოდ, ჭორებია. ხოლო, ის რომ ბელადს ძაღლები უყვარდა, ცნობილი ფაქტია — ტურხანში (ციმბირი) გადასახლების დროს, ის მაწანწალა ძაღლს იაშას თავისი თეფშის გალოკვის უფლებასაც კი აძლევდა. მას ძაღლები მოსკოვშიც ჰყავდა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი, სპანიელი მილკა იყო, რომელიც მას ნიდერლანდების დედოფალმა ვილჰელმინამ აჩუქა.

თავად ბელადი, სერიოზულად სწავლობდა ძაღლების მოშენებას და 30–იან წლებში, საზღვარგარეთ ჯიშიანი ძაღლების შესაძენად, თანხაც კი გამოყო. ძაღლების გარდა, სტალინს აგარაკზე მოშინაურებული დათვიც ჰყავდა.

რაც შეეხება კატებს, კრემლში მართლაც ცხოვრობდა ერთი კატა, რომელსაც მომსახურე პერსონალი მისგან ყოველთვის მალავდა. თუმცა, ერთხელ, მას კატა თვალში მაინც მოხვდა, ბელადმა გაიღიმა და ცხოველს მშვიდად მიესალმა.


თავშეკავება და სიმშვიდე
სტალინს თავშეკავებულობის უდიდესი უნარი ჰქონდა და ყოველთვის შეუვალად გამოიყურებოდა. საუბრის დროს, ან რთული საკითხის განხილვისას, ის კაბინეტში ყოველთვის აუჩქარებლად და რბილად დადიოდა. აზრის გამოთქმის საშუალებას ყველას აძლევდა, სიტყვას არასდროს არავის აწყვეტინებდა, თავად კი, ყოველთვის ხმადაბლა საუბრობდა. ხოლო, როდესაც მოხსენებას ისმენდა, ფურცელზე რაღაცებს ინიშნავდა. ის არასდროს არსად ჩქარობდა და საკითხის ყოველმხრივ განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილებას სწრაფად იღებდა.

ხოლო, როდესაც მის მიმართ ვინმე ლოიალურობას გამოხატავდა და ერთგულების დემონსტრირებას შეეცდებოდა, ხუმრობდა: «აქ კი როგორც წესია, «ვაშა! ვაშა! გაუმარჯოს პარტიას და მის ბელადს — დიდ სტალინს!» — და სიცილით ამატებდა: «ჰგონიათ, რომ მლიქვნელობით ჩემს მოსყიდვას შეძლებენო».


მღვდლების დამცველი
ბელადის ურთიერთობა ეკლესიასთან — მეტად წინააღმდეგობრივი იყო: თავიდან ტაძრების დაკეტვა დაიწყეს და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, სსრ კავშირში, მართლმადიდებლობის დასასრული, შორს აღარ იყო... მაგრამ, არა! 1933 წელს სტალინმა ასეთი შეტყობინება გაუგზავნა სახელმწიფო პოლიტიკური მართვის გაერთიანებას (ОГПУ) უფროსს: «მენჟინსკი, ვერა ხარ ეტყობა კარგად... ტაძრებს ხელი არ ახლო. ძეგლებია, სხვა რომ არაფერი იყოს».

შემდეგ კი, საერთოდ სასწაულები დაიწყო. ხრუშჩოვმა, როგორც მოსკოვის კომუნისტების მეთაურმა, დედაქალაქის ყველა მღვდელი დაეჭირა გადაწყვიტა. ეს რომ სტალინმა შეიტყო, დაიბარა და «დაოკდი!»–ო უთხრა. ამის შემდეგ კი, ყველა მღვდლის გაშვება ბრძანა... ისინიც კი გაუშვეს, ვისი გასამართლებაც მოასწრეს.


ხანმოკლე ძილი

მას ძალიან ცოტა ეძინა — მხოლოდ 5–6 საათი დღე–ღამეში. ის გვიან იძინებდა (შეეძლო ღამის 4 საათამდე ემუშავა) და 10 საათზე დგებოდა. ამიტომ, ბევრი საბჭოთა დაწესებულება იძულებული იყო, მის რეჟიმზე გადასულიყო.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწოლში იშვიათად ეძინა. უფრო ხშირად, დივანზე იძინებდა, რომელიც თითქმის ყველა ოთახში იდგა. ღამე მუშაობის დაწყებამდე, ის აბრეშუმის ხალათს და ძველ ფლოსტებს იცვამდა, რომელიც იმდენად უყვარდა, რომ სულ თან დაჰქონდა. ერთხელ კი, ფლოსტები სოჭში დარჩა და მის ჩამოსატანად, კაცი გაგზავნა.


მოკრძალება ადამიანს ამშვენებს

ირგვლივ მყოფები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ სტალინი ძალიან ხელმომჭირნე იყო. მას დიდი გარდერობი არასდროს ჰქონია და ყოველთვის უბრალო, მოკრძალებული ნივთების ტარებას ამჯობინებდა. ბელადს რამდენიმე კიტელი (სამხედრო პიჯაკი), რამდენიმე შარვალი, 4 შინელი და 4 ქუდი ჰქონდა.

სტალინის მოკრძალება და მომჭირნეობა, საბჭოთა ხალხზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.


ლოთობას ბრძოლა გამოუცხადა

სტალინი და ალკოჰოლი — როგორც წყალი და ზეთი — ერთმანეთს არასდროს იზიდავდნენ... ვახშამზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კრების სახეს იღებდა, სტალინი სასმელს არ ეკარებოდა. ხილო, დღესასწაულებზე, მხოლოდ თითო ჭიქა ქართულ ღვინოს «თელიანს», «წინანდალს», «ხვანჭკარას», «ოჯალეშს» ან «ცოლიკაურს» გეახლებოდათ.

მისი მმართველობის 23 წლის მანძილზე, დაცვას ნასვამი სტალინი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და ორჯერვე, გენერალური შტაბის უფროსის სერგეი შტემენკოს დაბადების დღეზე დათვრა.


ყურადღება — წარმატების გასაღებია
ყურადღების გამოხატვა — ძლიერი ურთიერთობებისა და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნის გასაღები... ეს სტალინმაც იცოდა და უბრალო ხალხისადმი, ყოველთვის ყურადღებიანი იყო. მაგ., იყო შემთხვევები, როდესაც ის მომსახურე პერსონალს საკუთარ სუფრასთან პატიჟებდა და ხანგრძლივად ესაუბრებოდა. ერთხელ დაინახა, რომ გუშაგი წვიმაში სველდებოდა და მისთვის თავშესაფრის აშენების ბრძანება გასცა. ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც მეთაურები მეომრების მიმართ გულგრილობას იჩენდნენ. ერთხელ მან შეიტყო, რომ ფრონტზე დაბალი ხარისხის ეკიპირება გაგზავნეს და პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებითაც პრობლემა იყო. «გრცხვენოდეთ! თავადი სუვოროვი და კუტუზოვი თქვენზე, — წითელ მეთაურებზე უკეთესად ზრუნავდნენ საკუთარ ჯარისკაცებზე!» — წამოიძახა ბელადმა.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ბაბილონი – ლეგენდარული ქალაქი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა იმპერიის აზიურ დედაქალაქად გამოაცხადა

* ამის შესახებ, ოფიციალური მეცნიერება, დელიკატურად დუმს!!! – ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო

* რომ გაიგოთ, რა არის ამ ფოტოებზე, კარგად უნდა დააკვირდეთ

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
967
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
967
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0