x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მტვერს სულის შებერვით აცილებდა!"-აღმოჩენილია 62 წლის "ვოლგა" -21
image




1970 წლის 15 ივლისი, 18 საათი და 40 წუთი. სწორედ ამ დროს 1956 წლიდან წარმოებული ბოლო გაზ-21 გამოვიდა კონვეირიდან და პირდაპირ გორკის საავტომობილო ქარხნის მუზეუმში წავიდა. ის გახდა საბჭოთა საავტომობილო ინდუსტრიის ლეგენდა და სსრკ-ში შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო მანქანა. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ "ვოლგა" კვლავ რჩება მრავალი კლასიკური მანქანების მოყვარულების ოცნებად. დღეს ასეთი მოდელები საგულდაგულოდ ინახება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.


დღეს ძნელია იპოვოთ "ცოცხალი" რარიტეტული "ვოლგა", ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია კოლექციონერებთან, კიდევ უფრო იშვიათად ჩვეულებრივი ენთუზიასტების ავტოფარეხებში, რომლებმაც თავიანთი შრომისმოყვარეობისა და მანქანის გაფრთხილების წყალობით მოახერხეს მათი შენარჩუნება.



დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნიმუშზე გვექნება საუბარი, რომელიც აღმოჩენილია ბელარუსში, კერძოდ, ქალაქ კობრინში. ბოლო დრომდე ის რეგულარულად გამოდიოდა ქალაქის ქუჩებში, ახარებდა პატრონს და მიყვებოდა გამვლელების აღტაცებული მზერა. სამწუხაროდ, წელს რარიტეტის მფლობელი გარდაიცვალა და "ვოლგა" ამჟამად იმტვრება ავტოფარეხში.


image

”ჩვენ უკვე 30 წელია ეს მანქანა გვყავს”, - ამბობს ლიდია ივანოვნა, მანქანის ყოფილი მფლობელის ქვრივი. „ჩემი ქმარი მთელი ცხოვრება ავტოკოლონის მძღოლად მუშაობდა და ძალიან უყვარდა ტექნიკა. მანამდე "ზაპოროჟეცი" და "ჟიგული" ჰყავდა და მერე ეს ვოლგა ვიყიდეთ. კობრინელმა პენსიაზე გასულმა ნაცბობმა მოგყვიდა ის და გვითხრა: „აღარ მაქვს ამის მოვლის ძალა“.

image

მანქანა იყიდა ათას დოლარად - იმ დროინდელი სტანდარტებით საკმაოდ ბევრი ფულია. როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 1995 წლისთვის ბელორუსშიც საშუალო ხელფასი მხოლოდ 65 დოლარი იყო და 2/3 ათასად უძრავი ქონების შეძენა შეიძლებოდა.

imageimage

"მიუხედავად ამისა, მანქანა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო", - იხსენებს ქალი. - დაიწყო ქმარმა მისი რესტავრაცია. შეაკეთა, ანტიკოროზიული დამუშავება ჩაუტარა, შეღება, დისკები და უკანა ღერძი შეუცვალა.

image



იმისთვის, რომ მანქანას უფრო სწრაფად ემოძრაცა და "მოეთხოვა" ნაკლები ბენზინი, ახალმა მფლობელმა უფრო ძლიერი, გაზ-24-ის ძრავა ჩაუდგა და ასევე შეცვალა სამ სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ოთხი სიჩქარით - როგორც ჩანს, ასევე "24" ვოლგით.

image

წარმოდგენილი ეგზემპლარი 1962 წლისაა. სწორედ ამ წელს გაზ-21-მა გაიარა მოდერნიზაცია. მათ დაიწყეს ამ მოდელის მესამე, უახლესი და ყველაზე გავრცელებული სერიის წარმოება, რომელიც გამოირჩეოდა რადიატორის 37 ვერტიკალური ცხაურით, სხვადასხვა წინა და უკანა ემბლემებით, უკანა მაშუქების ოდნავ განსხვავებული კონფიგურაციით. მაგრამ რაც მთავარია, მესამე სერიის მანქანების კაპოტიდან ირმის სამგანზომილებიანი ფიგურა გაქრა. ეს გაკეთდა უსაფრთხოების მიზნით.



აზრების მოკრების შემდეგ ქალმა მოგონებების გაზიარება დაიწყო. თავდაპირველად "ვოლგა" ოჯახში ერთადერთი მანქანა იყო და ყოველდღიურად იყნებდნენ არა მარტო ქალაქში სასიარულოდ, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, პოლონეთშიდაც კი იმოგზაურეს ამ "ვოლგით."

image

"შემდეგ ვიყიდეთ სხვა, უფრო თანამედროვე მანქანა, - ამბობს ქვრივი - და გაზ-21 მხოლოდ უქმე დღეებში გამოგვყავდა. ჩვენ არ ვგეგმავდით გაყიდვას. ჩემს ქმარს უყვარდა ქალაქში ამ მანქანით სიარული, მაგრამ მხოლოდ თბილ სეზონზე. ზამთარში იდგა გარაჟში. ის ზრუნავდა მასზე და ეფერებოდა, მტვერს სულის შებერვით აცილებდა!

ის შესანიშნავ მდგომარეობაში! დღეს ნახევარი გადატრიალებით ეგრევე დაიქოქა, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს იდგა. ძრავი სუფთაა, ზეთს არ იკლებს, ოპტიკა, გამათბობელი, საქარე მინის გამრეცხები, მუხრუჭები - ყველაფერი რიგზეა. ჩემი ქმარი მანქანას არ დაძრავდა, თუ ყველაფერს და შეამოწმებდა . როგორც კი რაღაც არ მოეწონებოდა მაშინვე "ორმოში"! ხედავთ, ოცდაათი წლის განმავლობაში მანქანა არასოდეს გაფუჭებულა!

image

ჩემს ქმარს ძალიან უყვარდა ეს მანქანა...მასთან განშორება არც უცდია, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ იყო შემთხვევა მასში 9-10 ათასი დოლარს სთავაზობდნენ, მაგრამ არ მისცა! და, რა თქმა უნდა, ის ჩემთვის ძვირფასია, როგორც სახსოვარი... მაგრამ რატომ უნდ აიდგეს უქმად? აქ არავინ მოვა და არავინ მიხედავს... ამიტომაც ვაპირებ ჩვენი "ვოლგის "გაყიდვას. მე ვისურვებდი, რომ მან განაგრძოს სიარული და ვინმე გაახაროს, როგორც ჩვენ გვახარებდა სამი ათეული წლის განმავლობაში."


image


image

სტატიები - ავტომობილები - არაჩანდა (intermedia.ge)

0
582
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0