x
image
intermedia.ge
Mediator image
Majid Al Futtaim Retail აგრძელებს Retail Graduate პროგრამას ნიჭიერი ახალგაზრდების გასაძლიერებლად 8 ქვეყანაში
image

უკვე მეორე წელია, Majid Al Futtaim Retail ახორციელებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ახალი კურსდამთავრებულების 18-თვიან გადამზადების პროგრამას რვა ქვეყანაში. გასულ წელს პროექტში მონაწილეობა მიიღო 71 კანდიდატმა. წელს პროგრამა გაფართოვდა, რაც გაცილებით მეტ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას ჩაერთონ პროექტში. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა
ნიჭიერი თაობის აღზრდას და მომავალი ლიდერების განვითარებას საცალო ინდუსტრიაში.


Majid Al Futtaim Retail-მა, რომელიც „კარფურის“ ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ოფიციალურად დაიწყო Retail Graduate პროგრამის მეორე ნაკადისთვის განაცხადების მიღება, რომელიც გაგრძელდება 2024 წლის 31 აგვისტომდე, ხოლო შერჩეული კანდიდატები 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან პროგრამაში.


აღნიშნული პროგრამა ხორცილედება 8 ქვეყანაში, სადაც ოპერირებს Majid Al Futtaim Retail-ი, ეს ქვეყნებია: ლიბანი, კატარი და საუდის არაბეთი, გარდა აქამდე არსებული ქვეყნებისა: ეგვიპტე, საქართველო, კენია, პაკისტანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.



18-თვიანი პროგრამა ახალ კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება დინამიურ საცალო ინდუსტრიაში. სამი ექვსთვიანი როტაციის საშუალებით მონაწილეები შეისწავლიან სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვა, მაღაზიის საოპერაციო პროცესები, ელექტრონული კომერცია, ხარისხის მართვა და
მომხმარებელთა მომსახურება. აღნიშნული პროექტი პირდაპირ კავშირშია Majid Al Futtaim Retail-ის სტრატეგიასთან - გააძლიეროს ახალგაზრდა ნიჭიერი თაობა და განავითაროს მომავალი ლიდერები საცალო ვაჭრობაში.


„Retail Graduate პროგრამის მიზანია აღვზარდოთ მომავალი საცალო ვაჭრობის ლიდერები, რაც ასახავს ჩვენს ხედვას „შევქმნათ საუკეთესო მომენტები ყველასთვის, ყოველ დღე.


ჩვენი გამოცდილების გაზიარებით და მენტორობით, ისინი შეიძენენ ახალ კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ გაუმკლავდნენ დღევანდელ დინამიურ ბიზნეს გარემოში არსებულ გამოწვევებს, დაამოტივირონ თანამშრომლები და დანერგონ მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებული კულტურა. მოხარულები ვართ, მივესალმოთ ახალ, ნიჭიერ თაობას, რომელიც შექმნის საცალო ვაჭრობის მომავალს.


Majid Al Futtaim Retail-ში ჩვენ ვაფასებთ მრავალფეროვნებისა და თანამშრომლობის ძალას. სწავლის უწყვეტი კულტურის შექმნით ხელს ვუწყობთ ინოვაციებს და მომხმარებლის გამოცდილებას. ყოველდღიურად ვაგრძელებთ 770 ათასზე მეტ მომხმარებელთან ჩვენი ბრენდის გამოცდილების
გაზიარებას. ყოველთვის ვაძლევთ ახალგაზრდებს განვითარების და პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობას" - აღნიშნა პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით „კარფურ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ჟერომ აკელმა.


დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადები წარმოადგინონ 2024
წლის 31 აგვისტომდე. ეწვიეთ ბმულს:

careers.majidalfuttaim.com/go/Graduate-and-Internship-Programmes/3197801/





R


0
2
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0