დიეტოლოგია 2 იაპონური დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ) 27 ივლისი, 8:58 "გეიშას" დიეტადიეტა, რომლის საფუძველსაც მწვანე ჩაი წარმოადგენს, არ შეიძლება არაეფექტური იყოს, რადგან მწვანე ჩაი მადას აქვეითებს. მაგრამ ის, ამავდროულად, ორგანიზმს ტონუსს მატებს. მწვანე ჩაი ბევრ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს იმუნიტეტს. ბევრი დიეტა არსებობს, რომლის შემადგენლობაში მწვანე ჩაი შედის, მაგრამ მათ შორის, ყველაზე ეფექტური “გეიშას" სახელით ცნობილი დიეტა არის. გეიშას დიეტის რაციონში მწვანე ჩაის გარდა, ბრინჯი და რძეც შედის. ამის გამო, მისი მოქმედება საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ძალიან მსუბუქია და ვინც მას იცავს, შიმშილის გრძნობას არ განიცდის. დიეტის მენიუ კი, ასეთია: საუზმე: მწვანე ჩაი, რძით (50/50) — 2 ჭიქა. გარდა ამისა, დღის მანძილზე, დამატებით, კიდევ 2 ჭიქა მწვანე ჩაის (რძის გარეშე) და მინერალური (გაზგასული) წყლის დალევა შეიძლება. დიეტა სრულად გამორიცხავს მარილს, შაქარს და სანელებლებს. არ შეიძლება კარაქიც. მაგრამ, უმრავლესობა, ვინც დიეტას იცავს, სადილზე, ბრინჯის ფაფას რძეს ამატებს, — ამბობენ, რომ ფაფის ჭამა, ასე უფრო ადვილია. დიეტასთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები: — რომელი ბრინჯი უკეთესია? ვისაც ეს დიეტა დაუცავს, ამბობს, რომ ბრინჯის სახეობას მნიშვნელობა არა აქვს და ნებისმიერი ბრინჯის გამოყენება შეიძლება და რომ ბრინჯის სახეობა შედეგზე არ მოქმედებს. მაგრამ, დიეტის ორიგინალში წერია, რომ ბრინჯი რუხი უნდა იყოს. — რამდენი კილოგრამის დაკლება შეიძლება? — 5 დღის მანძილზე 4-დან – 7 კილოგრამამდე. დიეტის 7-14 დღის შემდეგ გამეორების შემთხვევაში – საერთო ჯამში, 14-16 კგ-ს დაკლება არის შესაძლებელი. — უკუჩვენება თუ აქვს ამ დიეტას? — აქვს. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დიეტას — გასტრიტის, კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავის ტკივილის შემთხვევაში, დიეტის დაცვა არ შეიძლება. დიეტა არ შეიძლება ფეხმძიმე და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალებისთვისაც. ნებისმიერ შემთხვევაში, დიეტის დაწყების წინ, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქრონიკული დაავადება გაწუხებთ. — რძის ცხიმიანობა როგორი უნდა იყოს? — საუკეთესო ვარიანტი – 1, 5% ან 2, 5%-ია. ხოლო, თუ რძე არ გიყვართ... ბანანის დიეტა დიეტის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომელსაც რეალურად შეუძლია, ადამიანს ჭარბი წონის მოცილებაში დაეხმაროს. მაგრამ, დიეტის დაცვის დროს, მთავარი მხოლოდ წონის შემცირება არ არის! შეგვიძლია, მაგ., კეტო–დიეტა დავიცვათ, ან ჩვენთვის შესაფერისი მონო–დიეტა ავირჩიოთ. მაგრამ, ყველაზე მთავარი ის არის, − მოგვეწონება თუ არა ის, რისი ჭამაც მოგვიხდება?! და ამ ფონზე, ბანანის დიეტა, ნამდვილად რომ, გემრიელად ჟღერს – ვის არ უყვარს ეს ხილი (სინამდვილეში, კენკრა)?.. და გამოხმაურების მიხედვით, ეს დიეტა, მართლაც რომ კარგ შედეგს იძლევა. ბანანის დიეტის მენიუ მხოლოდ ბანანისგან შედგება. ასევე, საღამოს საათებში, შეგიძლიათ 1 ჭიქა უცხიმო კეფირიც მიიღოთ. აღსანიშნავია, რომ ამ დიეტაში შეზღუდვა არ არსებობს და რამდენიც გინდათ, იმდენი ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ. დიეტოლოგები ამბობენ, რომ თუ ადამიანს შიმშილის გრძნობა აწუხებს და მას ბანანის ჭამა არ უნდა, ე. ი. მშიერი არა არის. ამიტომ, უნდა დაიცადოთ და შემდეგ ბანანი მიირთვათ. დიეტის მეოთხე დღეს, შეგიძლიათ საუზმეზე უცხიმო ხაჭო მიირთვათ, რომ ორგანიზმი ცილებით უზრუნველყოთ. ცილები ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! სასმელებიდან, შეგიძლიათ დალიოთ წყალი და მწვანე ჩაი. ამ დიეტის შედეგად, დღეში, საშუალოდ, 1 კგ–მდე დაკარგოთ, რაც საკმაოდ ეფექტურ შედეგად ითვლება. შენიშვნა: დიეტის დაწყების წინ, 2 დღის მანძილზე, ორგანიზმს განტვირთვის საშუალება მიეცით: უარი თქვით კონსერვებზე, შემწვარ კერძებზე, მარილიან და ცხიმიან საკვებზე. ამ პერიოდში, საუზმეზე მიირთვით შვრიის ფაფა, სადილზე — წიწიბურა ან მოხარშული ქათმის ხორცი, ხოლო ვახშამზე — მოხარშული თევზი, ბოსტნეულით. დესერტად, შეგიძლიათ მიირთვათ ხილი და კეფირი. ხოლო, დაკარგული კილოგრამები, უკან რომ არ დაბრუნდეს, დიეტის დასრულების შემდეგ, სწორი კვების წესების დაცვას შეეცადეთ — უარი თქვით ფასტფუდებზე და ზომიერად მოიხმარეთ ტკბილეული. ბანანის დიეტა შეგიძლიათ დაიცვათ 5–7 დღე. ამ დიეტის დაცვა არ შეიძლება შაქრის დიაბეტით და ვენების ვარიკოზით დაავადებულებისთვის და კიდევ მათთვის, ვისაც მუცლის შებერილობა ხშირად აღენიშნება და პრობლემები აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით. არხის სხვა სიახლეები:* რა დაემართათ ადოლფ ჰიტლერის შვილებს?* ამის შესახებ, ოფიციალური მეცნიერება, დელიკატურად დუმს!!! – ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო* დაუჯერებელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ113 1-ს მოსწონს
|