ფოტოგრაფია ცნობილების უნიკალური ფოტოები ფოტოგრაფის ობიექტივში 6 აგვისტო, 12:14 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. მსოფლიოში ბევრი ფოტოგრაფია, მაგრამ რამდენიმე მათგანი თუა ნამდვილად წარმატებული თავის სფეროში. ერთ-ერთია იმ იშვიათებს შორის სტეფანი სტეილენდერი, რომელმაც შეძლო ჰოლივუდის დაპყრობა, სადაც მოგეხსენებათ, კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია. მისი მონდომების, ნიჭის და განსაკუთრებული ხედვის წყალობით, ის გახდა ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი ფოტოგრაფი და 25 წელზე მეტია ჰოლივუდის ვარსკვლავებს (და არა მარტო) იღებს. ცნობილების უნიკალური ფოტოები ფოტოგრაფის ობიექტივში1. კიტ რიჩარდსი. 2. ჰიტ ლედჯერი. 3. ნიკოლ კიდმანი. 4. ქეით მოსი და მარკუს შენკერბერგი. 5. მიკი რურკი. 6. ლენი კრავიტსი. 7. ანტონიო ბანდერასი. 56 2-ს მოსწონს
|