კახეთი წნორიდან დაკარგულ დედოფლისწყაროელ მამაკაცს ეძებენ 25 ივლისი, 17:14
.
ოჯახი და ახლობლები დედოფლისწყაროში მცხოვრებ მამაკაცს ეძებენ. ნათესავების ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი ბოლო ხანს სიღნაღის ქალაქ წნორში დის ოჯახში იმყოფებოდა. გია ლეკაშვილი წნორიდან 23 ივლისს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.
.
„საღამოს 8 საათზე გავიდა სახლიდან. სავარაუდოდ დედოფლისწყაროში ფეხით წავიდა და შესაძლოა ვინმემ მანქანით გააყოლა სადმე. დედოფლისწყაროში, შირაქის ქუჩაზე ცხოვრობს, საკუთარი ოჯახი არ აქვს. ბოლო ხანს ჩემთან წავიყვანე, რადგან ხშირად სვამდა და არ მინდოდა დაელია. თუმცა, გამეპარა და მისი კვალიც დაიკარგა. . ტანზე ეცვა შავი მაისური წინ თეთრი ნახატებით. სპორტული შარვალი გვერდზე თეთრი ზოლით და ლურჯი რეზინის ფლოსტები. ჯიბეში ჰქონდა მართვის მოწმობა. ბოლოს უნახიათ წნორის კრედო ბანკში.
111 შეფასება არ არის
|