x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„კინოთეატრები რატომ არ იფიცება? რატომ დადიხართ? გაუფიცავ კოლეგებს ტაშს რატომ უკრავთ?“ - დათა თავაძე
image

.

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი დათა თავაძე მიმდინარე პროტესტით უკმაყოფილოა და ნაადრევად ამუშავებულ თეატრებზე და გაუფიცავ მსახიობებს ეხმაურება. მას ასევე აწუხებს კინოთეატრების მუშაობა და უკვირს, რატომ დადის იქ ხალხი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს და კითხვას სვამს, ეხმარებიან თუ ხელს უDშლიან პროტესტს, ხალხის მასა იმატებს, თუ იკლებს:

.


ახლა რასაც ვიტყვი, სრულ უმრავლესობას საერთოდ არც გეხებათ, ამიტომ შეგიძლიათ ჩასკროლოთ, მაგრამ რაკი არაფერს დაგიმალავთ და, როგორც დაგპირდით, არც ერთი შეგრძნების გაყალბებას არ ვაპირებ, იყოს აქ ეს ერთი ამოძახილიც.მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აქეთ გაფიცულ ხელოვანებს გულავდე და იქით კინოთეატრში იჯდე, - ან მთლად სასწაული (!), ზოგიერთ ვადაზე ადრე ამუშავებულ, უპრინციპო თეატრში ტაშს უკრავდე - არ გამოვა, მეგობრებო.

.

მინდა იცოდეთ, რომ მიმდინარე გაფიცვაში, ყველაზე დიდ საფრთხეებს, სწორედ გაუფიცავი ინსტიტუციები გვიქმნიან, ვინც ყველაფერს აკეთებენ იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ყველაფერი ძველებურადაა და მთელი ეს ჩვენი გაფიცვა ახირების მეტი არაფერი ყოფილა. იფიქრეთ ამაზე.

.

2. რაც არ უნდა მიყვარდეს ცნობილი ქართველი მსახიობი და ვგულშემატკივრობდე მას და მის ნებისმიერ ფილმს “ოსკარებზე”, ბოდიში, თუ არაფრად მიმაჩნია მისი ეს წარმატება, მისი კოლეგის, კინო-მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის არც თუ წარმატებულ რეალობასთან! - ვერაფერი მისალოცი ვერაა ჩემთვის მაშინ, როცა უფროსი და შემდგარი კოლეგა მთელი თავისი პრივილეგიების, მთელი თავისი შთამბეჭდავი კონტაქტებისა და მთელი თავისი გავლენიანობის მიუხედავად, ერთ სიტყვასაც არ შემოგაშველებს დასაცავად! და ჩვენც რა მაგალითს ვაძლევთ ერთმანეთს? ნუთუ აჯობებს გაჩუმდე და შენი საქმე აკეთო? იქნებ, ყველა “თავის საქმეს” უნდა აკეთებდეს და არ იდგეს იქ, სადაც დაიჭერენ, არამედ, ჩუმად და აპოლიტიკურად, წითელი ხალიჩისთვის ემზადებოდეს - ზოგიერთებიც ტაშს დაუკრავთ, როგორც ჩანს, და გაუფიცავ ქართულ კინოთეატრშიც წახვალთ მის სანახავად; რომელიმე ქართული კინოთეატრის დასპონსორებულ პოსტსაც დაუწერდით მგზნებარე გულებს, რომელიც ზუსტად აქციის დროს გეძახითთ ა ვ ი ს თ ა ნ და არა რუსთაველზე!

.

თქვენ აქ, ცხადია, სრული უფლება გაქვთ, არც ერთი კინო-პრემიერა არ გამოტოვოთ, ბევრიც იდავოთ “ოსკარის” ნომინანტთა სიაზე, მაგრამ ოდნავ უცნაურად არ გეჩვენებათ, “წითელ ხალიჩას განიხილავდე”, სანამ ქართული კინო ისტორიულ ბოიკოტში გვყავს? უბოდიშოდ და კატეგორიულადმოვითხოვ, სანამ ჰოლივუდის რომელიმე “უბერებელ ვარსკვლავზე” დამელაპარაკებოდეთ, მეტი სენსიტიურობა გამოიჩინოთ ქართველი მსახიობების მდგომარეობის მიმართ, ბატონებო!

.

იმ მსახიობების მიმართ, ვინც დაიჭირეს, სცემეს, ყველა შესაძლო გზით დაამცირეს, ორმოცდამეთორმეტე დღეა გაფიცულია და ბოლოს, ორ წელზე მეტია უპრინციპულესი წინააღმდეგობის მაგალითს გვაჩვენებს ბოიკოტის სახით. არც მეტი არც ნაკლები, თქვენი გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, სხვათა შორის, უარი თქვა საკუთარ კარიერაზე და ამ ქვეყანაში დამკვიდრებული ცენზურის წინააღმდეგ გალაშქრებულმა, უარი თქვა იმავე კინოთეატრის ეკრანზე გამობრწყინებაზეც, რომელსაც ახლა უყურებთ! [და რა შესახსენებელია, რომ ამ ბრძოლაში ზოგმა, რეჟიმთან გარიგებაზე უარის თქმით, ფიზიკური თავისუფლებაც დათმო!] ამ ყველაფრის ფონზე, თქვენ, სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ისაა, რომ პატარა სიამოვნება მოიკლოთ საერთო ბრძოლის სახელით და არ გაავსოთ კინოთეატრები აქციის დროს, არ გაავსოთ უპოზიციო თეატრები აქციის დროს, არ გეჩქარებოდეთ ღამის კლუბებში და არ გამოაკლდეთ აქციას რუსთაველზე; ან საერთოდ არ იფიქროთ, ამ საღამოს რითი გაირთოთ თავი, არამედ იმაზე იფიქრეთ, ამ რეალობიდან რა დაგვიხსნიდა.

.

მოკლედ და პირდაპირ მოგახსენებთ: აქეთ იმისთვის არ გვამხნევებენ ჩვენი კოლეგები საკნებიდან, იმისთვის არ გაფიცულან ორმოცდამეთორმეტე დღეა, იმისთვის არ ჩამოსულან სცენიდან, ზოგიერთები განტვირთვის ალტერნატივებს დაეძებდეთ!

.

შეკითხვა მაქვს, რატომ არ იფიცებიან კინოთეატრები? ან თქვენ რასთან დაკავშირებით დადიხართ მანდ, საერთოდ? რაღაც იოგურტებს რომ აღარ ჭამთ და სანდვიჩებზე უარი თქვით, ამისთვის უდიდეს მადლობას გიხდით, რა თქმა უნდა, მაგრამ იქვე გაუფიცავ მსახიობებს ტაშს რაღას უკრავთ?

.

ყურადღება: ყოველ დღე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, რა გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი ვიდგეთ. ვიკითხოთ, სად ვართ ჩვენ ახლა და სად არიან ჩვენი სფეროები, სანამ ქვეყანა იღუპება; ასევე, რას ვაკეთებთ, რომ სულ გვახსოვდეს, სად ვართ - ვეხმარებით, თუ ხელს ვუშლით მიმდინარე პროცესს? ყოველ დღე რაღაცას ვმატებთ, თუ ვაკლებთ? ვემატებით, თუ ვაკლდებით? ვეხმარებით, თუ ხელს ვუშლით არსებული რეალობის ნორმად გადაქცევას, ტირანიასთან შეგუებას, სისტემასთან ადაპტირებას, ჩაგვრის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითებას, რეალობისგან დამალვას…

დილა მშვიდობისა. -- წერს დათა თავაძე.

.

შეგახსენებთ ის ნატა მურვანიძის შვილი, მაკა მახარაძის შვილიშვილი და კოტე მახარაძის შვილთაშვილია.

1
368
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
368
  
აჰა,კოტეს შვილთაშვილი თუ არის,სრულ სიმართლეს ღაღადებს მაშინ. გამოდის რო არაფერი გადაუღია ამ ბიჭს და ამიტომ გახდა საჭირო კოტეს ხსენება,თორე ფილმებს დაწერდით და არა მის გენიოლოგიურ ხეს.სულ ასეთები არ არიან გაფიცულებში,არაფრის მაქნისი რეჟისორები და მსახიობები,შეიძლება 1-2 გამოერიოს მართლა მსახიობი და მერე უკვირთ ვერაფერს რო ვერ აკეთებენ. ან მსახიობის გაფიცვამ რა შედეგი უნდა მოიტანოს,ე.წ. რეჟიმმა რატომ უნდა სცადოს მოლაპარაკება ამ ხალხთან? უროლო მსახიობი ან უფილმო რეჟისორი თუ იფიცება,ეს რატომ არის კატასტროფა ქვეყნისთვის ან მთავრობისთვის? დავუშვათ,გაიფიცა ყველაზე სახელოვანი მსახიობი თუ რეჟისორი,მერე? ფეხებზე არ მკიდია რომელიღაც მსახიობის განცდები. ხომ ამბობენ რო ბანკები მათ მხარეს არიან და თუ შედეგი უნდათ,მაშინ საბანკო სექტორი გაიფიცოს.აუცილებელი არ არის რო ეს გაფიცვა ტოპ მენეჯერებიდან მოდიოდეს,საშუალო და დაბალი დონის თანამშრომლებზე დგას ეს სისტემა,ხოდა 1-2 დღეში დადებენ შედეგს. თუმცა ბანკის თანამშრომლები სულელები კი არ არიან,იციან თავის დანიშნულება და ფულის სიყვარული,ხოდა არ იფიციებიან. რატომ უნდა გაიფიცოს საბანკო სექტორი,როცა ხალხის გაყვლფვა ხელოვნების დონეზე ააყვანინა მთავრობამ და საკმაოდ დიდ ფულს გამოიმუშავებს ყველა,ტოპ მენეჯერიც და უბრალო სესხის ოფიცერი. მსახიობებს და რეჟისორებს საქმე არ აქვთ,შესაბამისად,არც ფული აქვთ და დადიან უსაკურთხოდ დარჩენილი მკვდრებივით. ან კინოთეატრები თუ გაიფიცნენ,ამით შედეგი იქნება? მეტი არ იქნას ეს მოხდეს და თუ შედეგი უნდათ კი ვთქვი უკვე რაც არის გასაკეთებელი.

პ.ს. არ ვარ ამ აქციების მხარდამჭერი არცერთ შემთხვევაში,თუმცა სტიმული მეკარგება ამათთან ბრძოლის და ახალი იდეა მივაწოდე,თან საბანკო სექტორის აკენწვლაც არ იქნებოდა ცუდი ამბავი. აუცილებლად დაიწყება მაგათი მიჯირყვნაც ერთ დღეს,მარა თუ ამ წელს ვიშორებთ ყველა პრობლემას,წელს ჯობია მაშინ.
0 1 1