x
მეტი
  • 25.07.2024
  • სტატია:136169
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510405
შედეგი სახეზეა: როგორ მოვიშოროთ აკნე კვების და მედიტაციის დახმარებით
Sports Illustrated-ის მოდელი ჯორჯია გიბსი სახეზე გამონაყარს 2 წლის განმავლობაში ებრძოდა. ყველა საშუალების გამოცდის შემდეგ ავსტრალიელმა სიტუაციის შეცვლა გადაწყვიტა და ჯანსაღ კვებაზე გადავიდა. ამის წყალობით სახეზე სიწითლეს და აკნეს დაემშვიდობა. ლამაზმანმა თავისი განსაცვიფრებელი ტრანსფორმაცია სოციალურ ქსელში გააზიარა და მიმდევრებს ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს.



image



დასავლეთ ავსტრალიის პერტის მცხოვრებს მუდმივად აწუხებდა გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე და ნიკაპზე. Sports Illustrated-ის მოდელმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა გასაოცარი ფოტოები „მანამდე“ და „შემდეგ“.



image




გოგონას კანი მკვეთრად შეიცვალა ორწლიანი რთული ბრძოლის შემდეგ აკნესთან, როზაცეასთან და ანთებასთან.



image



ჯორჯიამ დიდი ძალისხმევა გაიღო კანის პრობლემებისგან თავის დასაღწევად. იცავდა კომპლექსურს გეგმას, რომელშიც შედიოდა სწორი კვების რეჟიმი, მცენარეული პრეპარატების მიღება, საკვები დანამატების მიღება, მედიტაცია, რეაბილიტაცია და კინეზიოლოგთან სესიები.



image



ლამაზმანმა გააზიარა თავისი ისტორია, რათა შთააგონოს სხვა გოგონებს, რომელთაც კანის პრობლემები აწუხებთ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღდგენა უნდა იყოს კომპლექსური და დიდწილად დამოკიდებულია ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მედიკამენტების მიღების და სწორი კვების გარდა, უნდა მოერიდოთ სტრესს და მედიტაციას დრო დაუთმოთ.



image



იუთუბის ვიდეოში ავსტრალიელმა თქვა, რომ დაიწყო ამა თუ იმ საკვებზე კანის რეაქციაზე დაკვირვება. როცა სახეზე სიწითლე ჩნდებოდა, ცდილობდა დაედგინა, რა საკვები იწვევდა მათ და რაციონიდან რიცხავდა. გოგონა მიხვდა, რომ მის კანზე ცუდად აისახებოდა ფერმენტაციის ბაქტერიების შემცველი პროდუქტები და მათი ამოღება გადაწყვიტა.



image



მოდელი იცავს FODMAP დიეტას, რომელიც კრძალავს მრავალი საკვების მიღებას, მათ შორის ხახვის, ნივრის, რძის, ზოგიერთი ხილის და ბოსტნეულის. ასეთი რაციონი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს ნაწლავების სწორი ფუნქციონირება და მეტეორიზმი. დიეტა იძლევა ხორცის, თევზის, უგლუტენო საკვების, კვერცხის და გარკვეული სახის ყველის მიღებას.



image



ჯორჯია ბედნიერია: როგორც იქნა, გარეგნობის პრობლემების მიზეზები დაადგინა და დაძლია. კანი ასახავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, ამიტომ საჭიროა ორგანიზმის შიგნიდან გაწმენდა, რათა გარეგნულად გაბრწყინდეს ჯანმრთელობა.



ასევე დაგაინტერესებთ:

„სიკვდილის სამკუთხედი“ სახეზე: სად მდებარეობს და რა საფრთხეს შეიცავს

იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის?

2-დან 30 წუთამდე: დამამშვიდებელი პროცედურები გადაღლილი კანისთვის

როცა ცხვირ–ტუჩის ნაკეცი გამიჩნდა, დაფნის ფოთლით ნიღბების გაკეთება დავიწყე. 6 თვეში ნაოჭები გაქრა

15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს

დერმატოლოგი ვარ და მხოლოდ 1 მეთოდი ვიცი ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად


0
52
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
52