თავის მოვლა 2-დან 30 წუთამდე: დამამშვიდებელი პროცედურები გადაღლილი კანისთვის 2021, 13 იანვარი, 12:42 სტრესი ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად გვხვდება. ორგანიზმი ნებისმიერ შოკს პასუხობს, სიტუაციის მიხედვით წამიერად იცვლება.
ცვლილება შეიძლება პოზიტიური ან ნეგატიური იყოს. დადებით სტრესს კანისთვის სარგებელი მოაქვს – ჰორმონი ოქსიტოცინის გამომუშავება ხდება. ასე გლუვ კანს ვიღებთ. უარყოფითი სტრესი ნეგატიურ გავლენებს ახდენს.
პანდემიის დროს ბევრი ამჩნევს ისეთ ნიშნებს, როგორიცაა კუნთების დაძაბულობა, ზედაპირული სუნთქვა, დაღლილობა ან თავის ტკივილი. ეს ყველაფერი კანზე აისახება. ამ დამამშვიდებელი პროცედურებით დაღლილ კანს დაეხმარებით.
გაწმენდა გელებსა და ქაფებზე უარი თქვით და ზეთოვანი გამწმენდი საშუალება აირჩიეთ, რომელიც მაკიაჟს და ჭუჭყს ადვილად აშორებს. ასე კანის ph დონეს დააბალანსებთ. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი, მაგალითად ჟოჟობას ან ზეითუნის ზეთი. ტონირება და დატენიანება გაწმენდის შემდეგ სახის ნატურალური ტონიკი გამოიყენეთ. სპირტის შემცველ ტონიკებზე უარი თქვით. ეძებეთ დამატენიანებელი, გამაცოცხლებელი საშუალებები, რომლებიც კრემის წასმამდე კანის თვითდატენიანებას ხელს უწყობენ. დამამშვიდებელი ნიღაბი ეს დაახლოებით 30 წუთს წაგართმევთ. ნიღაბი შეგიძლიათ ნებისმიერ დღეს გაიკეთოთ. ნიღბისთვის დაგჭირდებათ: 3 სუფრის კოვზი წითელი თიხის ფხვნილი 4–5 სუფრის კოვზი წყალი 3 წვეთი ფურისულას ზეთი ან ასკილის თესლის ზეთი 2 წვეთი გვირილას ან ლავანდას ზეთი ინგრედიენტები აურიეთ, რომ ნაღების პასტა მიიღოთ. კანი გაიწმინდეთ ზეთოვანი საშუალებით. ნიღაბი სახესა და ყელზე წაისვით, 10-15 წუთით მოდუნდით. მედიტაციით დაკავდით. საშუალება თბილი წყლით ჩამოიბანეთ. დარწმუნდით, რომ ნიღაბი სრულად მოიშორეთ. ნიღაბი მხოლოდ კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენეთ. ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზე არ წაისვათ. თავის მოვლის პროცედურა 2 წუთიდან 30 წუთამდე დროს წაგართმევთ. მათი შესრულება სახლში შეგიძლიათ. დამამშვიდებელი პროცედურები რეგულარულად შეასრულეთ, რომ დაღლილ კანს ბზინვარების საშუალება მისცეთ. ასევე დაგაინტერესებთ: როცა ცხვირ–ტუჩის ნაკეცი გამიჩნდა, დაფნის ფოთლით ნიღბების გაკეთება დავიწყე. 6 თვეში ნაოჭები გაქრა პომიდორი, თაფლი და შვრია სიბერით ან მზის სხივით გამოწვეული კანის არათანაბარი ფერის მოსაშორებლად 15 ჩვევა, რომელიც თქვენს გარეგნობას ზიანს აყენებს ყოველდღე ვაშლის ძმრით დაიბანეთ და ნახეთ მე-5 დღეს რა მოხდება დერმატოლოგი ვარ და მხოლოდ 1 მეთოდი ვიცი ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად 20 1-ს მოსწონს |