x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ უყიდა თენგიზ სულაქველიძემ ცოლს ცალ-ცალი ჩექმა
image

23 ივლისს (1956წ.) დაიბადა თენგიზ სულაქველიძე, თამაშობდა მცველის და ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას..საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1988 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი.ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.


დღეს გთავაზობთ ორ სახალისო ისტორიას, რომელიც ერთი ფეხბურთს შეეხება, მეორე კი პირად ცხოვრებას.





***


"დინამოში“ გატარებული რაღაცა კარგად გახსენდება, რაღაცა – ცუდად. მაგალითად, ჩემზე ამბობდნენ, უხეში და უზრდელიაო. ჩემს ცხოვრებაში ერთხელ ვარ გაძევებული მოედნიდან, ისიც ტაშის დაკვრისთვის: ერევანში ვთამაშობდით. მსაჯმა ყვითელი მომცა. მიმაჩნდა, რომ არ მეკუთვნოდა, გავმწარდი და ტაში დავუკარი. ამის გამო ისევ ყვითელი მიჩვენა და გამაძევა. სომხებთან ურთიერთობა ადვილი არ არის, ძალიან დაძაბული მატჩი გვქონდა. იცით თქვენ, მწვრთნელები და საპატიო ფეხბურთელები წინ სხედან. გავდივარ მოედნიდან და, ნოდარ ახალკაცმა მომაძახა – ბიჭო, დაგვღუპეო? პირველი ტაიმი 1:1 დამთავრდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ეს თამაში 4:1 ანგარიშით მოვიგეთ. ახალკაცს ვუთხარი – აი, მე რომ არ გავსულიყავი თამაშიდან, ამ მატჩს ხომ ვერ მოვიგებდით-მეთქი. გაეცინა.


***


საბჭოთა ნაკრებში ვთამაშობდით. ბრაზილიაში ვართ. ძალიან ცხელა, მაღაზიაში გავლა გადავწყვიტეთ. ჩემი ცოლისთვის ჩექმა მომეწონა. მეგობარს ფული მივეცი და ვთხოვე, ჩექმა მომიტანე-მეთქი. მომიტანა. ხომ არ დავუწყებდი შემოწმებას. თურმე, ინვალიდების მაღაზიაში შესულა, სადაც ორი მარჯვენა, ორი მარცხენა – ყველაფერი ასე იყიდება. ცალ-ცალი ჩექმა ჩამოვუტანე ცოლს და კინაღამ გაგიჟდა – ეს რა უბედურებააო.


ახლა რომ დახეული ჯინსები აცვია ყველას, ჯერ კიდევ მაშინ იყო მოდაში, მაგრამ, საქართველოში სირცხვილად ითვლებოდა. უცხოეთში ვართ, შეკრებებზე. მე, კოსტავამ და შენგელიამ, ჩვეულებრივი ჯინსები ავიღეთ, გოგიამ და გოგია გაბიჩვაძემ – დახეული. მოვედით სასტუმროში, ყველამ ჩავიცვით. ამან რომ ჩაიცვა, შეწუხდა – არა, უნდა წავიდე, გამოვცვალო, ქუთაისში მარტო მე მეცმევა ჰიპური ჯინსი და დამცინებენო, – მიხვდა, რომ არ უნდა ეყიდა. ჩვენი ჯინსები ათი დოლარი ღირდა, იმან კი ოცი დოლარი მისცა. წავიდა გადაცვალა და კიდევ ოცი დოლარი დაამატა.

0
502
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0