ფეხბურთი მადრიდის "რეალი" ყურადღებით ადევნებს თვალს მის პროგრესს, რათა გამოიყენოს ბაზარზე მომენტი მის ხელში ჩასაგდებად" 2022, 11 სექტემბერი, 16:15
ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელიც სეზონის დასაწყისშივე სენსაციად იქცა ევროპულ ფეხბურთში მადრიდის "რეალი" დაინტერესდა. ამის შესახებ წერს გამოცემა Newsy .
ის სულ რაღაც 21 წლის ასაკში უკვე ლუჩიანო სპალეტის გუნდის, "ნეაპოლის" ლიდერად იქცა და ექვს მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა, რაც აღნიშნა კიდეც უეფას ჩემპიონთა ლიგის დებიუტში იურგენ კლოპის "ლივერპულის" წინააღმდეგ. ქართველი გარემარბი, რომელიც ამ ზაფხულს "პარტენოპეოში" (ნეაპოლის სტადიონი)ბათუმის "დინამოდან" 10 მილიონ ევროდ გადავიდა, გამოირჩევა მოედნის ყველა ხაზზე თამაშით და ორივე პროფილის გამოყენების უნარით. მზარდი ნიჭი და ტექნიკური თვისებები, საშუალებას აძლევს ითამაშოს მსოფლიოს საუკეთესო გუნდებში. სწორედ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მდიდარი კლუბი, მადრიდის "რეალი" დაინტერესდა ხვიჩა კვარაცხელიათი, იგი კლუბის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის სამიზნე გახდა, კლუბის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიაში ხედავენ, საინტერესო ვარიანტს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში როგორც გაძლიერებულ შემტევ ფეხბურთელს. მისი ყველა ხაზზე თამაშის უნარი საშუალებას იძლევა ადვილად მოერგოს პროექტის ისეთ სახელებს, როგორიცაა ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გოესი, რომლებიც კლუბის მთავარი ფსონები არიან. "მადრიდის "რეალი" ყურადღებით ადევნებს თვალს მის პროგრესს, რათა გამოიყენოს ბაზარზე მომენტი მის ხელში ჩასაგდებად . ის არის ფეხბურთელი, რომელიც მოვა იმ როლის შესასრულებლად, რომელსაც მარკო ასენსიო მოკლე დროში თავისუფალს დატოვებს." ესპანელი ფეხბურთელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში უთავდება და უცნობია გააგრძელებს თუ არა კლუბში მუშაობას, რადგან ის არ ჯდება კარლო ანჩელოტის გეგმებში. 501 2-ს მოსწონს 1-ს არა
|